საზოგადოება

სიღნაღში, ღამით, ტურისტები ხელის ცეცებით დადიან _ ვინ როგორ ცდილობს ტურისტული სეზონის ჩაშლას კახეთში?

,,შუქს რატომ არ ანთებთ ბულვარში? (ტურისტების მოზიდვის ახალი სტილია?)?სიღნაღის მუნიციპალიტეტი

” _ 20 ივლისის ღამის 11 საათზე დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოს ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა და კითხვის ადრესატად სიღნაღის მერია მონიშნა.

euronews.ge ენერგოომბუდსმენს ამ პოსტთან დაკავშირებით დაუკავშირდა. აი, რა გვიამბო მან:

,,გადავირიე დღეს.  დაახლოებით 10-ის ნახევარზე ავედი ქალაქში, ბანკომატი დამჭირდა. ამ დროს კარგად ბნელა. ავედი ძებნა-ძებნით, ლიბერთის ვეძებდი და ბოლომდე ავუყევი აღმართს. ვხედავ, ბულვარში, საქანელებზე ბავშვებიც არიან, იქვე უფროსებიც, მაგრამ სრული სიბნელეა.

აქედან გამოვხედე, გამგეობის მხრიდან და საერთოდ არ ჩანდა, რომ იქ ბულვარი იყო, ჩაბნელებული, მხოლოდ ხეები მოჩანდა. ქალაქს სიცოცხლის ნიშან-წყალი მხოლოდ ფანტანთან ემჩნეოდა. ქალაქის შესასვლელში ნუკრიანის მხრიდანაც ჩაბნელება იყო. გარე განათების ბოძები საერთოდ არ დგას. ისედაც არ იყო სიღნაღში ბევრი ტურისტი და ეგ გვინდა კიდევ?
   და ასე, სიბნელეში, ხელის ცეცებით დადის ვინც არის… აღარც გადავსულვარ მანქანიდან. წარმოიდგინე, ბულვარი ჩაბნელებულია… ბანკი ვნახე და წამოვედი. გარე განათება  მერიას ეხება. ეყოლება ალბათ სამსახური, რომელმაც უნდა მოაგვაროს ამ ქალაქის  კეთილმოწყობა, მაგრამ როგორც აღგიწერეთ, ასე აგვარებს. ეს ყველაფერი კი, პირველ რიგში ტურიზმის განვითარებას უშლის ხელს”. 
აღნიშნულ მდგომარეობაში უკეთ გასარკვევად სიღნაღის მერის მოადგილეს, მადონა ბატიაშვილს დავუკავშირდით:
,, უკვე 1 თვეა, მაშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება

სიღნაღის გარე განათების. უკვე მოიხსნა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 130 ბოძს და სანათს. კაპიტალურად კეთდება ყველა ის სანათი, რისი აღდგენაც შესაძლებელი იყო. პროექტი 3 თვეს მოიცავს და სრულად ახლდება სიღნაღის გარე განათების სისტემა. მოგეხსენებათ, რომ ყველა ბოძი და სანათი რაც ქალაქში იყო, დაზიანებული იყო” .
 კითხვაზე, რატომ დაემთხვა აღნიშნული რეაბილიტაცია ტურისტულ სეზონს, მადონა ბატიაშვილმა გვიპასუხა: 
 ,,როცა რაიმეს გაკეთება იგეგმება, ჯერ პროექტი კეთდება, რასაც დრო სჭირდება. მერე ეს პროექტი გადის ექსპერტიზას – მინიმუმ 20 დღე, შემდეგ ტენდერი და ამ ყველაფერს მიაქვს დრო. სამწუხაროდ, დაემთხვა ტურისტულ სეზონს, მაგრამ ის რაც იყო, ფაქტიურად არ ანათებდა და იყო სამარცხვინო”.
სიღნაღის მერიის აზრით, ალბათ, ტურისტიც, ჩვენსავით, გაგებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და ღამის სიღნაღის ნაცვლად, ხელის ცეცებით, დაბნელებულ სიღნაღში ისეირნოს.
 ტურისტული სეზონის ჩაშლაც ამას ქვია!

Related Articles

Back to top button
Close