,,უცებ აღმოჩნდა, რომ გაგანია აგვისტოში რეგიონებია ჩასაკეტი_ ხომ არ ისარგებლებს ოლიგარქიული პარტია ვირუსით, საარჩევნოდ?” “
ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:
_ ბოლო ერთი წლის სოციალურ კვლევებს გადავავლე თვალი და ძალიან საინტერესო რამ აღმოვაჩინე. 2019 წლის ივნისში, გავრილოვის ღამემდე, ,,ქართული ოცნების” რეიტინგი 27 პროცენტი იყო. იმ საშინელი ღამის და აქციების შემდეგ, სექტემბერში 19 პროცენტამდე დაეცა. 2020 წლის იანვარში, მცირედ, 1 პროცენტით აიწია, 20 პროცენტი გახდა. სიტუაცია მკვეთრად იცვლება პანდემიის შემდეგ და ივნისის დასაწყისში 39 პროცენტია. როგორც კი ქვეყანა პანდემიის სტრესიდან გამოდის და რეალობას უბრუნდება, სახელისუფლებო პარტიის რეიტინგული მაჩვენებელი ერთბაშად მთელი 6 პუნქტით ეცემა და 33 პროცენტი ხდება. დასკვნა: პანდემიამ ხელისუფლების იმიჯზე კარგად იმუშავა, მთელი 19 პროცენტით აიწია, მაგრამ როგორც კი ამ შიშიდან გამოვედით და რეალობის აღქმა დავიწყეთ, მკვეთრი დაცემა დაიწყო. ბოლო გამოკითხვით, ძალიან მაღალია პანდემიის პერიოდის ,,ქართული ღმერთის” ამირან გამყრელიძის რეიტინგი, რომელიც ,,ოცნების” ხელისუფლებასთან ფლირტშია შემჩნეული, ანუ საზოგადოებას მისი ჯერა. კითხვა: ხომ არ ისარგებლებს ოლიგარქიული პარტია ვირუსით, საარჩევნოდ და ჰო არ დაიწყო ამისთვის უკვე მზადება, რეგიონების ჩაკეტვით?! მუდმივად გვიმეორებდნენ, რომ ვირუსის გააქტიურება შემოდგომის მეორე ნახევრიდან ელოდებოდნენ, სასწავლო პროცესის დაწყებაც დაანონსეს და უცებ აღმოჩნდა, რომ გაგანია აგვისტოში რეგიონებია ჩასაკეტი. ვიმეორებ: კვლევების მიხედვით, პანდემიის შიში ხელისუფლებისადმი დადებით დამოკიდებულებას მკვეთრად ზრდის”.