სიღნაღის ამბები

სიღნაღი ფესტივალების ქალაქად იქცა- ,,ჩვენ ეს შევძელით!” (ფოტო კოლაჟი)

,,ეს დღე დიდხანს ემახსოვრება სიღნაღს“

,,ეს დღე დიდხანს ემახსოვრება სიღნაღს! დღეს ერეკლეს სული, სადღაც გალავანთან ახლოს ტრიალებდა და შეჰხაროდა ბედნიერ ქიზიყელებს… ჩვენ ეს შევძელით!“ _ გვითხრა სიღნაღის ღამის ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლალი მოროშკინამ.

13 აგვისტოს, ღამით, სიღნაღი ბრდღვიალებდა. ირგვლივ იფრქვეოდა სასიამოვნო ჰანგები და ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი  ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებისთვის ჩამორიგებული ღვინის საამო სურნელი  – ყველას უხაროდა, ყველა მღეროდა და სიყვარულს ასხივებდა.

ფესტივალზე გამოფენილი სასმელებიდან, ჩვენ საგარეჯოელი მეწარმის, ბურჯანაძის ღვინო ავირჩიეთ. საოცრად გემრიელმა კახურმა საფერავმა უცებ შეგვათრო და მუსიკის ჰანგებს აგვაყოლა. თელავის თეატრის მსახიობებმა სიღნაღში ,,ქეთო და კოტე“, ,,ლუარსაბ- დარეჯანი“ გააცოცხლეს.  ხისგან და თივისგან სახელდახელოდ მოწყობილ ღია კაფეში, ისინი ფარჩა-კაბებითა და ჩიხტი-კოპებით დასეირნებდნენ, ყველას ესიყვარულებოდნენ და მათთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. მომღერლებმა მსმენელი ისე მოაჯადოვეს, ხალხიც ამღერდა …

სიღნაღის ღამის ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ: მუსიკოსთა კავშირის „ZMG-ART“, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია, DMO – „Visit Kakheti“. ფესტივალის მხარდამჭერები კი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მეწარმეები. ღონისძიებაში მონაწილეობენ: მაია ბარათაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, ჯორჯ მელი, გია რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე, ლევან ჯაფარიძე, ანდრია გველესიანი, დათო ლომიძე, დავით ქარჩავა, გიორგი კობახიძე.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა გვითხრა, აგვისტოში, სიღნაღში კიდევ ერთი გრანდიოზული ღონისძიება, სიღნაღის არტფესტივალი გაიმართება. ,,ქალაქი სიღნაღი, მისი განსაკუთრებული არქიტექტურით, ხედებითა და ღირსშესანიშნაობებით მხატვრების მუზა არაერთხელ გამხდარა. ქალაქს დღესაც არაერთი ფერმწერი სტუმრობს, ტკბება მისი მშვენიერებით და ამდიდრებს თავის შემოქმედებას. სიღნაღი ისეთი ქალაქია ყველ მხატვარმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც რომ უნდა დახატოს. იმისათვის, რომ სიღნაღში ეს ტრადიცია კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს, მერიის ფინანსური მხარდაჭერით 21-26 აგვისტოს მხატვრებს ოცნების ასრულების საუკეთესო შესაძლებლობა მიეცემათ. ფესტივალში მონაწილეობა პროფესიონალი მხატვრებისთვის და მოქანდაკეებისთვის იქნება შესაძლებელი, 26 აგვისტო, სიღნაღის არტ ფესტივალი დაიხურება დაჯილდოების ცერემონიალით და გალა კონცერტით“ _ ნათქვამია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

ფოტო კოლაჟი:

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close