საინტერესო
,,გადავწყვიტეთ, გავშორებულიყავით და ამ ფორმით შეგვენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა”
,,ამ საკითხზე მეტ საუბარს აღარ ვაპირებ, ვინაიდან ამ თემის ზედმეტად მუსირება, დისკომფორტს შეუქმნის ბავშვებს"
მუსიკოს გია ბაღაშვილის მეუღლესთან დაშორებაზე, რამდენიმე დღეა, სოციალურ მედიაში საუბარი არ წყდება. ზოგი წერს, რომ ბაღაშვილის მეუღლე ცნობილ ფეხბურთელზეა შეყვარებული. ამ მითქმა მოთქმას, ფბ -ზე გია ბაღაშვილის კომენტარი მოჰყვა, სადაც მან განმარტა, რატომ არ ასაჯაროვებდნენ წლების განმავლობაში ყოფილი მეუღლეები დაშორების ამბავს.
გია ბაღაშვილი წერს:
პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ოჯახის ყველა გულშემატკივარს, წლების მანძილზე, ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატული გამორჩეული სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობ და უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის.
რაც შეეხება ჩემი და თაკოს გაშორებას, დიახ ეს მართლაც ასეა. ჩვენ მესამე წელია, რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ. მიზეზი განსხვავებული ხედვები იყო მომავალთან დაკავშირებით და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა გავშორებულიყავით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, პირველ რიგში ჩვენი 4 უსაყვარლესი შვილის გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოოდ ვარჩიეთ ამ ფორმით შეგვენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა და საბედნიეროდ ეს შევძელით. გაშორების ფაქტის გასაჯაროებაზეც სწორედ იმიტომ შევიკავეთ თავი, რომ ეს ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის.
მიუხედავად დაშორებისა, მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვისათვის.
ამ საკითხზე მეტ საუბარს აღარ ვაპირებ, ვინაიდან ამ თემის ზედმეტად მუსირება დისკომფორტს შეუქმნის ბავშვებს.