სამართალი და კრიმინალი

,,დააკავეს სასტუმროების მფლობელები, რომლებიც გლობალურ დანაშაულში იყვნენ მხილებული”

„თევზაობა“ საბანკო ანგარიშებზე და კიბერ დანაშაულის საფრთხეები

„თევზაობა“  საბანკო ანგარიშებზე და კიბერ დანაშაულის სამართლებრივი ასპექტები საქართველოში

 ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად განვითარდა და გაფართოვდა პროგრესით ბოროტად მოსარგებლე პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სახეები. კიბერდანაშაული დანაშაულებს შორის დღესდღეობით მეორე ადგილზეანარკოტიკითა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ. იგი გულისხმობს ნებისმიერ დანაშაულს, რომელიც კიბერსივრცეში ხდება საბანკო ტრანზაქციების წარმოება უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი გახადა თუმცა, კიბერსივრცეზე მზარდ დამოკიდებულებასთან ერთად, გაიზარდა კიბერდანაშაულის საფრთხეც. თანამედროვე პერიოდში კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და .. კიბერდანაშაულის ერთერთ ხელშემწყობ ფაქტორს კერძო სექტორის დაბალი ცნობიერება წარმოადგენს. მსგავსი ტიპის დანაშაულების სამართლებრივ რეგულაციებზე და დაცვის მექანიზმებზე ვესაუბრეთ ადვოკატ ნოდარ ყეინაშვილს .

_ ბატონო ნოდარ ,შეგიძლიათ მკითხველს განუმარტოთ რა სახის დანაშაულები არის დაკავშირებული ტექნოლოგიურ პროგრესთან?

_ მოგახსენებთ, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა ტექნოლოგიური საშუალებებით ჩადენილმა დანაშაულმა.ეს უკვე მთელი ცივილიზებული მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და პროცენტულად თუ ავიღებთ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკას, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოში განსაკუთრებით ბოლო წლებში. ტექნოლოგიური დანაშაული თავის თავში არ გულისხმობ მხოლოდ ერთ მიმართულებას დანაშაულის სახეობის,იგი სხვადასხვა ფორმით და საშუალებით შეიძლება იქნას გამოყენებული პრაქტიკაში, რაც ართულებს პრევენციას სახელმწიფოს და საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან.ტექნოლოგიური დანაშაული, როგორც ავღნიშნე შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით ისეთი როგორიცაა:

 1.კიბერ დანაშაული . ჰაკერის მიერ უკანონო ტრანზაქცია მომხმარებლის პირად ანგარიშზე შეხწევის გზით,

  1. მოპარული ან დაკარგული საბანკო ბარათით უკანონო ტრანზაქციის განხორციელება ბარათის მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ.
  2. მოპარული საკრედიტო ბარათებით საზღვარგარეთ სხვადასხვა ჯავშანის გაკეთება სასტუმროებსა თუ სხვა მომსახურების ცენტრებში.

ასევე ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა კომპანიების სახელით ცრუ სმს შეტყობინებების გაგზავნა პოტენციურ მსხვერპლთან, შემდეგი შინაარსიით, რომ თითქოს მათ სახელზე არის გზავნილი და იმისათვის, რომ კურიერმა მას ამანათი საცხოვრებელ მისამართზე მიაწოდოს, საჭიროა მის საკრედიტო ბარათზე დატანილი კოდი, რის შემდეგაც ანონიმური პირი ახერხებს სხვადასხვა მეთოდით ე.წ მსხვერპლის საბანკო ბარათზე წვდომას და ბარათზე არსებული თანხების განკარგვას..

_ როგორია კიბერ დანაშაულირეგულირდება საქართველოში და პრაქტიკიდან არსებული მაგალითით, რომ ვიმსჯელოთ რამდენად ქმედითია ამ სახის დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმი?

_ კიბერ დანაშაული საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. კანონმდებელმა ამ კატეგორიის დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექში XXXV-ე თავი დაუთმო და მკაცრადაა  გაწერილი კოდექსში თვითეული ქმედებისათვის შესაბამისი სასჯელი ზომა,თუმცა, როგორც ვხედავთ პრაქტიკაში კანონის სიმკაცრე არ უშლის ხელს იმ პოტენციურ დამნაშავეებს ხელს, რომ განახორციელონ კიბერ დანაშაული სხვადასხვა ფორმით.

რამდენიმე წლის წინ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ფეხს იკიდებდა კიბერ დანაშაული რთული იყო დამნაშავის დადგენა და შესაბამისად საქმის გამოძიება, რადგან სახელწიფო მოუმზადებელი შეხვდა ამას. თუმცაღა დანაშაულის ზრდამ განაპირობა სპეციალისტების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება,შეიძლება ითქვა რომ დღეს  ფეხი აეწყო თანამედროვე ტექნოლოგიების და მოხდა, როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარება ასევე შესაძლებელი გახდა უკვე ჩადენილი დანაშაულის უმოკლედ დროში აღმოჩენა და დამანაშევე პირის იდენტიფიცირება. დღეს უკვე ადვილად შესაძლებელია რეაგირება და ე.წ ,,იუზერის“ დაადგენა ,ისევე როგორც თუ რომელი კომპიუტერული საშუალებით განხორციელდა ესა თუ ის კიბერ დანაშაული.

პირადად ჩემს პრაქტიკაში არაერთ კიბერ დანაშაულის შედეგად დაზარალებულ ადამიანს მოუმართავს დახმარების თხოვნით,რომ მას ქონდა ბანკში ანგარიში გახსნილი,რომელზეც განთავსებული ქონდა თანხა და მოულოდნელად მას ანგარიშიდან თანხა მოუხსნეს. ჩემს შეკითხვაზე, ხომ არ გაანდო ვინმე სხვა პირს  თავის საბანკო ბარათის მონაცემები ყველა აცხადებდა, რომ არა. ასევე მათ არ ქონდათ დაკარგული ბარათი და არც არავისთვის გადაუციათ , თუმცაღა მათთვის გაუგებარია, როგორ მოხდა, რომ მის ბარათზე არსებული თანხა მოულოდნელად გაქრა.

თუმცა, ჩემთან საუბრის დროს ისინი იხსნებდნენ, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ცდილობდნენ, რაღაც  გასართობ ჯგუფში გაწევრიანებას, სადაც რეგისტრაციისათვის  პირად მონაცემებთან ერთად (სახელი გვარი დაბადების წელი )მოსთხოვეს საბანკო ბარათზე დატანილი კოდი, რომ ჩაეწერათ შესაბამის ველში, რათა მომხდარიყო პირის სრული იდენტიფიცირება.აი სწორედ აქ დაუშვეს ამ ადამიანებმა შეცდომა, როცა აბსოლიტურად უწყინარ სიტუაციაში ვითომ გასართობ გვერდზე რეგისტრაციის დროს, რელაურად მესამე პირებს თავისი ნებით გადასცეს მათი საბანკო ბარათის მონაცემები,რითაც  ისარგებლეს კიბერ დამნაშავეებმა და ანგარიშზე არსებული თანხა განკარგეს თავისი სურვილისამებრს.

ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია გავიხსენო ერთი ქეისი, რომელიც უკავშირდება კიბერ დანაშაულს და რომელიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც ,,ტარანსნაციონალურ“ თაღლითობა.

მასში მონაწილები პირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაუკავშირდნენ სასაქართველოში სასტუმრო ბიზნესში დაკავებულ ადამიანებს და შესთავაზეს თანამშრომლობა შემდეგი სახის: მათი თქმით  მოპარული ქონდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების საკრედიტო და სხვა საბანკო ბარათები, რომლებზეც საკმაოდ დიდი თანხები ინახებოდა და ცნობილი საიტის BOOKING.COM- ის მეშევეობით ხდებოდა საქართველოში არსებული სასტუმროების დაჯავშნა და ხშირ შემხვევაში სრული მომსახურების საფასური გადახდა.  სწორედ მოპარული საკრედიტო ბარათების მეშვეობით, საქართველოში არსებული სასტუმროების მფლობელისთვის ანგარიშზე. მსგავსი უკანონო ტრანზაქციით იღებდნენ დიდი ოდენობით თანხებს და რეალურად სასტუმროში არც ერთი ვიზიტორი არ ჩამოდიოდა, ხოლო თანხის ჩარიცხვის შემდგომ სასტუმროს მეპატრონე იმ პირებს საზღვარგარეთ ვინც ამ ჯავშნებს აკეთებდა მოპარული საბანკო ბართებით, უკან ურიცხავდნენ შეთანხმებულ თანხას, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო ჩამორიცხული თანხის 30% ან 50% და ამ ფორმით  აღნიშნულმა საქმემ შეიძინა ტრანსნაციონალური ხასიათი.

ბუნებრივია ამ საქმეს ყავდა დაზარალებულები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებმაც მიმართეს საგამოძიებო სამსახურებს და ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო ამ  საქმეებზე გამოძიება  და აღმოჩდა, რომ  უმეტეს შემთხვევაში  ყველა გადმორიცხული თანხა საქართველოში მოდიოდა.

საქართველოს  მთავარმა პროკურატურამ ითანამშრომლა სხვადასხვა ქვეყნის საგამოძიებო უწყებებთან და საქართველში დაკავებულ იქნა დაახლოვებით 14 სასტუმროს მფლობელი, რომელიც ამ გლობალურ დანაშაულში იყო მხილებული, მათმა უმრავლესობამ დანაშაული აღიარა და შესაბამისად ზიანი აანაზღაურა.

ამ შემთხვევაში საქართველოში დაზარალებული  გახლდათ  სხვადასხვა ბანკი, რომელიც ჯავშანზე გადახილ თანხას ურიცხავდა სასტუმროს მფლობელს, მაგრამ თავად ვერ  იღებდა გადახდილი თანხის ანაზღაურებას უცხოური ბანკისგან, რომლის საკუთრებას წარმოადგენდა ესა თუ ის მოპარული საკრედიტო ბართი . ბანკის დაზარებული კლიენტისგან ბანკში შესული საჩივარი აჩერებდა ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობას

თქვენ ფეისბუ გვერდის მეშვეობით მონაცემების მოპარვაზე გაამახვილეთ ყურადღება ,ყალბი ვებ გვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხამრებლის პირადი მონაცემების მოპარვის საკითხს . ფიშინგის პრობლემას უფრო ვრცლად რომ შევეხოთ, საუბარია ისეთი მონაცემების მოპარვაზე რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ გადახდების გადარიცხვების განხორციელება.ასეთ მონაცემებს მიეკუთვენება  საგადასახადო ბართის ნომერი.მისი უსაფრთხოების კოდი ასევე ინტერნეტ ბანკის კოდი და სხვა ფიშინგის სახეები და პასუხუსმგებელი მხარის საკითხი რომ განვმარტოთ?

ფიშინგი (ინგლისურიდან  phishing : fishing – თევზაობას ნიშნავს) და ამავდროულად  ინტერნეტ-თაღლითობის და კიბერ დანაშაულებრივი ფორმა. ფიშინგის ყველაზე გავრცელებული ფორმაა შეტყობინებების გაგზავნა ცნობილი რეალური ორგანიზაციის სახელით ან ლოგოთი (მაგალითად: ბანკი,სს ,,საქართველოს ბანკი“ სს ,, თიბისი ბანკი“ , Mail.ru, Facebook). ფიშინგის სუბიექტის მიზანია, აიძულოს მიმღები (ობიექტი), გამოავლინოს პირადი დაცული ინფორმაცია შემდგომი ქურდობის მიზნით. ფიშინგის დროს მომხმარებელს მისდის მოწვევა საიტზე, სადაც მას ეკითხებიან დაცულ ინფორმაციას — პაროლებს, საკრედიტო ბარათის, სოციალური უსაფრთხოების ან საბანკო ანგარიშის ნომრებს. ეს საიტი, ჩვეულებრივ, ჰგავს ცნობილი ორგანიზაციის გვერდს და ინფორმაციის შეგროვების შემდეგ შეიძლება მოხდეს მომხმარებლის გადამისამართება რეალურ საიტზე. მაგალითისთვის, შესაძლებელია ასეთი ყალბი წერილი იტყობინებოდეს, რომ ანგარიში შეჩერებული იქნება, თუ არ მოხდა მისი პაროლის ან საკრედიტო ბარათის ინფორმაცის განახლება მოცემულ საიტზე.

ამგავარ დანაშაულებზე საბანკო ორგანიზაციები იხნის პასუხისმგებლობას ვინაიდან მათი განმარტებით, მათი მონაწილეობა ამა თუ იმ კიბერ დანაშაულში ნულის ტოლია და შესაბამისად ამ შემთხვევაში დაზარალებული ადამიანი რჩება მარტო, პრობლემის პირისპირ.და ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი  არის მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაეხმარონ დამნაშავის მოძიებაში რაც ხანგრძლივ დროს და დიდ ადამიანურ რესურს მოითხოვს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან.

_ საბანკო ანგარიშებზე ჰაკერული შეტევის შედეგად თუ ინტერნეტბანკინგზე არარელევანტური პირის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შემთხევავში კანონი ითვალისწინებს თუ არა ბანკის პასუხისმგებლობის საკითხს? თქვენ როგორც ადვოკატი რამდენად პრსპექტიულად მიგაჩნიათ მსგავსი ტიპის დავები?

_ სამწუხაროდ საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავსი ტიპის პასუხისმგებლობას უკანონო ტრანზაქციების გამო ბანკის, როგორც საფინანსო ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხს.

ცნობილი ფაქტია, რომ ბანკი მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობს კაბალურ ხელშეკრუელებებს, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ბანკის ინტერესებზე და მომხმარებლის ინტერესი ფაქტობრივად უგულებელყოფილია.

ბანკსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ფაქტობრივად არაფერია ნათქვამი ამგვარი ფაქტის დადგომის შემდგომ თუ რა პასუხისმგებლობას იღებს ბანკი საკუთარ თავზე. თუ კლიენტი სვამს შეკითხვას, თუ რა მოხდება მის ანარიშზე ჰაკერული თავდასხმის და მის ანგარიშზე არსებული თანხის დაკარგვის შემთხვევაში? ბანკის პასუხი ცალსახაა: ამ შემთხვევაში ბანკი  იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ერთადერთი რასაც ბანკი ასეთ შემთხვევაში სთავაზობს მომხმარებელს არის ანგარიშის დაზღვევა თუმცა აქაც დიდი უცნაურობას აქვს ადგილი ბანკის მხრიდან.  მაგალითად მომხმარებელი იხდის ანგარიშის დაზღვევის თანხას ყოველთვიურად. ანგარიშზე ან თუნდაც ანაბარზე განთავსებული აქ 10 000 აშშ დოლარი. ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ზიანის დადგომის შემთხვევაში ბანკი გინაზღაურებთ მხოლოდ 20% ანუ 2000 აშშ  დოლარს. ბუნებრივია ეს ანაზღაურება არაპროპორციული მიყენებულ ზიანთან შედარებით.

_ კიბერდანაშაულისაგან დაზარალებული პირის ადვოკატირების პროცესში, რამდენად შესაძლებელია მისი უფლებრივი მდომარეობის დაცულულობა არ შეწყდეს დაზარალებულის სტატუსის მიღების ეტაპზე?როგორც ადვოკატს თუ ხედავთ შესაძლებლობას მიყენებული ფინანსური ზიანის კომპენსირებას?

_ თუ განვიხიალავთ სისხლის სამართლის მიმართულებას  აქ ცოტა სხვაგვარადა არის საქმე განსხვავებით სამოქალაქო დავის შემთხვევებისა. გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულის მიმართავის საფუძველზე ხორციელდება გარემოებების შესწავლა და თუ ნამდვილად იკვეთება დანაშაულის ნიშნები პროკურატურა აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და იწყებს გამოძიებას.დაზარალებულს ენიჭება ,,დაზარალებულის სტატუსი“ პროკურორის მიერ გამოცმეული დადეგენილების შესაბამისად. ამ ეტაპზე საქმის მიმდინარეობა არ სრულდება და გრძელდება საგამოძიებო საქმე ბრალდებულის დადსადგენად და მის დასაკავებლად.

ისეთ შემთხვევაში თუ პირი,  რომელმაც სავარაუდოდ ჩაიდინა ეს კონკრეტული დანაშაული იდენტიფიცირებულია და დაკავებულია უმრავლეს შემთხვევაში იგი ცდილობს პირადად ან ადვოკატის დახმარებით ბრალდების მხარესთან მიაღწიოს საპროცესო შეთანხმებას, სადაც პროკურურატურის ცალსახა პასუხია, რომ საპროცესო შეთანხმება არ განიხილება თუ არ მოხდება დაზარალებულად ცნობილი პირის ფინანსური დაკმაყოფილება და მისი მხრიდან თანხმობის გაცემა რომ იგი თანახმაა ბრალდებულსა და პროკურატურას შორის გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

ასეთ შემთვევებში სახელწიფო დიდ უპირატესობას ანიჭებს დაზარალებულს და მის ინტერესებს,რომ ერთის მხრივ სავარაუდო დამნაშავის მიმართ აღასრულოს კანონი და მეორე ამ კანონის აღსრულების პროცეში მოხდეს დაზარალებულზე მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

პ.ს. როგორც ადვოკატთან საუბრისას გაესვა ხაზი, კიბერ სივრცეს არ გააჩნია საზღვრები. კიბერ დანაშაულის მზარდი სტატისტიკა ძირითადად განპირობებულია კიბერ საკითხებზე საზოგადოების დაბალი ცნობიერებით. კიბერდანაშაულის სახეების გავრცელება უფრო სწრაფად ხდება ვიდრე საზოაგადოების ინფორმირება . მიუხედავად სახელმწიფო ინტერესსა და საბანკო სექტორის ინტერესთა თანხვედრისა ელექტრონული ტრანზაქციების უსაფრთხო განხორციელებასა და ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის შეუფერხებელ განვითარებას ჯერ კიდევ ხელს უშლის კიბერუსაფრთხოების საკითხის სამართლებრივი შავი ხვრელები. კიბერდანაშაული მზარდ საფრთხეს წარმოადგენს და ამის საწინააღმდეგოდ გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მანამდე კი მოგვიწევს მუდმივად ამოწმოთ ვენი უსაფრთხოების პარამეტრები, დააყენოთ ძლიერი პაროლები, მუდმივად განავაახლოთ პროგრამები, აქტიურად გამოიყენეთ ანტი ვირუსები და ა.შ

 ანა ჯალაღონია

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close