სიღნაღის ამბები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მანქანა ხევში გადავარდა

საშინელ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თოვლმა და ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გზებზე პრობლემები შექმნა. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა კი მსხვერპლით დასრულდა- გარდაიცვალა ერთი ქალბატონი, დანარჩენები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ამბობენ, სტაციონარში მოთავსებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მუნიციპალური საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს.

ავტოავარია სოფელ ნუკრიანში, კალოებთან მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანა ყინულზე მოცურდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა  და ხევში გადავარდა. ვრცელდება ხევში გადავარდნილი ავტომანქანის ფოტოებიც. გარდაცვლილი ქალბატონი ანა შაიშმელაშვილია, რომელიც სიღნაღის მერიაში მუშაობდა.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close