მსოფლიო

,,თუ დეესკალაცია არ მოხდა, შესაძლოა, მივიღოთ თურქეთ-სირიის სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი”

ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი:

_ ამ წუთებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ჩრდილოეთ სირიის სტრატეგიული მნიშვნელობის (M4 და M5 გზების შეერთების ადგილი) მქონე ქ.სარაქიბისთვის.
ამ ქალაქის დაკავების შემდეგ იხსნება გზა ქ.იდლიბისკენ, რასაც ასადის რეჟიმი უკვე 4 კმ-ზე მიუახლოვდა. ანკარა აცხადებს, რომ არ დაუშვებს იდლიბის აღებას, რაც ავტომატურად გამოიწვევს როგორც მილიონობით ახალი ლტოლვილის დაძვრას თურქეთისკენ, ისე ანკარის პრესტიჟისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას.
ასადის რეჟიმის ძალები უკვე შევიდნენ ქალაქის გარკვეულ უბნებში. მათი შემდეგი მიზანია ქალაქის გარშემო ახლადდაარსებული თურქული სადამკვირვებლო პუნქტების (სამხედრო ნაწილები) ალყაში მოქცევა.
თურქეთი კიდევ უფრო მეტ სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას აგზავნის იდლიბში სიტუაციის გადასარჩენად.
რუსეთი, როგორც მას მსგავს სიტუაციებში სჩვევია, სიჩუმეს ინარჩუნებს.
თუ დეესკალაცია არ მოხდა, შედეგად, შესაძლოა მივიღოთ თურქეთ-სირიის სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი.

Related Articles

Back to top button
Close