საზოგადოება

,,ერთ დღეს მოულოდნელად ვგებულობ, დონარა ამერიკაში წავიდაო…”

ნიჭიერი მსახიობი, რომელიც თეატრის გარეშე დატოვეს

მსახიობის დაბადება
გულის ფანცქალით ელოდა დედა ,მის დაბადებას. ის კი
არ ჩქარობდა. კომფორტულად იყო მოკალათებული დედის მკერდ ქვეშ, დედის გულის ცემა ნანასავით ჩაესმოდა და ნებივრობდა. სქესი არ იცოდნენ, ვინაიდან იმ პერიოდში “ეხო” არ
იყო. ზუსტად ცხრა თვის თავზე დაიბადა. უმწეო, მოწითალო ვარდისფერი,
პატარა მოცუცქნული გოგო.თვალები დახუჭული ქონდა, ტუჩები მოკუმული,
ცხვირი გაბუშტული, თმები შავი, შავი.მოკლედ, ვერ გაიგებდი ლამაზი იყო თუ…ხმას არ იღებდა, სანამ ბებია ქალმა საჯდომზე ხელი არ შემოსცხო.მაშინ კი “შეურაცხყოფილმა”
ისეთი იყვირა, რომ ბებია ქალს კინაღამ ხელიდან გაუვარდა.
  – დედა, ეს რა იყო, ამ პაწაწინა არსებას ეს რა ხმა ამოუვიდა პირიდან?-თქვა გაკვირვებულმა ექიმმა.
ნახეთ! ნახეთ! რა ბუთქუნა ტუჩები ჰქონია?-თქვა ექთანმა. მოკლედ ჩვილმა ყველაფერი სიკეთე რაც კი ქონდა ნელ- ნელა და თანდათანობით, გამოაჩინა და გამოამზეურა. მხოლოდ თვალებს არ ახელდა.ექიმმა მოიმარჯვა პიპეტი და მოისურვა ჩვილისათვის თვალში წვეთების ჩაწვეთება,ხელი პაწაწას ქუთუთოებს შეახო,მაგრამ ნურას უკაცრავად,ჩვილს თვალები ვერ გაუღო. დედას სტერილური ბამბა მისცეს და ურჩიეს , ჩვილისათვის თვალები დედის რძით, ფრთხილად და ფაქიზად მოებანა.ვინაიდან დედას თავიდან რძე არ ჰქონდა , ხსენით უწმენდდა თვალებს, ამასობაში რძეც მოუვიდა და რეგულარულად დაუწყო ჩვილს სტერილური ბამბის წრიული მოძრაობით თვალების დასუფთავება. თან ჩურჩულით ეუბნებოდა :
– შემომხედე დედა გენაცვალოს, შემომხედე ჩემო პაწაწინა.
პატარა კი არ ჩქარობდა.დედა ექიმს ეკითხებოდა :
– რატომ არ ახელს,რაიმე ხომ არ აწუხებს,საშიშროება ხომ არ მელოდება?
ექიმო, შეიძლება რომ ვერ გაახილოს თვალები?
– არა, ნუ ნერვიულობთ! ოფთამოლოგს ვაჩვენეთ და ასე თქვა :
– დიდი წამწამები აქვს , ერთმანეთში გადახლართულია,
ძალით გახსნა არ შეიძლება, უნდა დაველოდოთო.
დედა რუდუნებით ელოდა, ლოდინისგან გული უწვრილდებოდა.რძე მოჭარბებული ჰქონდა, ამიტომ მთელი დღე და ღამე აწვეთებდა იმ იმედით,რომ წამწამები გაეხსნებოდა და თვალები გაეღებოდა. ამას ძალიან ხშირად აკეთებდა იმიტომ,რომ ჩვილი გვერდით ეწვინა.
გამთენიისას ჩაეძინა. ექთანმა შეაღვიძა :
– ჩვილის ჭამის დროა.-ო.
დედამ ჩვილს პირში ძუძუ ჩაუდო, ჩვილმა თავის ბუთქუნა ტუჩებით დედის
მკერდს შეეხო და წოვა ენერგიულად დაიწყო.დედა სიყვარულით დასცქეროდა შვილს.
ჩვილს ამ დროის განმავლობაში,სახე თანდათან დაულაგდა,ფერიც შეეცვალა და ისეთი თეთრი გახდა,როგორც თოვლის ფიფქი,ცხვირიც ისეთი გაბუშტული აღარ ქონდა,ვინაიდან დედა ცხვირს თითებს მოუჭერდა და თან დაუწრუპუნებდა ხოლმე ცხვირის ფორმის გამოსაკვეთად. ახლაც ასე მოიქცა.როგორც კი დედამ ბავშვს ცხვირზე თითები მოუჭირა, ჩვილმა ცალი თვალი ისე გაახილა,თითქოს
ამოწმებდა,აბა რა შთაბეჭდილება მოვახდინე დედაზეო. დედამ :
– ვაიმე,ქალებო, ჩემმა გოგომ თვალი გაახილა!
ამ ხმაზე,თითქოს ჩვილს შეეშინდა და თვალი მაგრად დახუჭა. მოცვივდნენ
ქალები :
– აბა,სად აქვს ღია?
ალბათ მოგეჩვენა-ო,
იძახდნენ ქალები.
უცებ ჩვილმა ორივე თვალები ერთად გააღო და დედას ისე
ახედა დიდი ცისფერი თვალებით, თითქოს მადლობას ეუბნებოდა, მისი გაჩენისათვის,პატარამ
ძუძუს თავს,ენა ჰკრა და წოვას თავი დაანება,ბუთქუნა ტუჩები წოვისაგნ გაწითლებოდა და ისე საყვარლად ილოკავდა თითწოს დედის რძის ყოველ წვეთს უფრთხილდება არ დამეღვაროსო, დედას თვალს არ აშორებდა და თან უჩვეულოდ გრძელ წამწამებს აფახურებდა.
– სასწაულია!
სასწაული!-აღტაცებით ამბობდა.
პალატაში შემოსული ექიმი.
– ულამაზესია! ულამაზესი! იძახდნენ პალატაში
მყოფი დედები.
ასე დაიბადა 1956 წლის ერთ მშვენიერ 8-ივნისის,თბილ და მზიან დილას მსახიობი დონარა გვრიტიშვილი.
ბავშვი მართლაც სასწაულად ლამაზი და მშვენიერი იყო.
იქედან მოყოლებული გვაოცებს თავისი ზღვასავით ლურჯი და მეტყველი დიდრონი თვალებით.
სკოლის დამთავრების შემდეგ სად უნდა ჩაებარებინა ამ ლამაზ გოგოს, თუ არა თეატრალურ ინსტიტუტში.
ინსტიტუტში კი ბედმა გაუღიმა და
გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოხვდა.
ინსტიტუტში,ეს ლამაზი გოგო დიდი მაესტროს ხელმძღვანელობით,დაიხვეწა ,ბატონი გიზო მას უნიჭიერეს სტუდენტს ეძახდა და სტუდენტიც ამართლებდა “შერქმეულ” სახელს.
ინსსტიტუტის დამთავრების შემდეგ დონარა დიდ პატივად თვლიდა რუსთავის დრამატული თეატრის დასში ყოფნას.ჩვენც ვამაყობდით
მისი სილამაზით,ერუდიციით. ყველაფერზე ქონდა თავისი განსაკუთრებული აზრი, მიდგომა დამოკიდებულება.
ასევე გააჩნდა და გამოირჩეოდა როლის გახსნის თავისებური ხერხით.მაგრამ მისი სავიზიტო ბარათი,მისი საოცარი ცისფერი თვალები იყო,რომელიც როლის მიხედვით ეცვლებოდა და სხვადასხვანაირ ელფერს იღებდა.მისი თვალები ხან ელავდნენ, ხან ეშმაკურად უციმციმებდა ხან დარდით იყო სავსე,ხან კი ხალისით და სიყვარულით იყო გაცისკროვნებული, ხან ბედნიერებით აღფრთოვანებული.
მოკლედ მისი ცისფერი თვალები გულგრილს არავის ტოვებდა.ერთი-კი
რაც მე შევნიშნე იყო : თუ დრამატულ როლს თამაშობდა,თითქოს თვალები უშავდებოდა,რითაც იმ გმირის შავბნელ დარდით ან ტრაგედიით სავსე მდგომარეობას გვაუწყებდა და ისე მრისხანედ აკვესებდა იმ არა ცისფერ არამედ მუქ ლურჯ მოშავო თვალებს,რომ შიშით ტანში გცრიდა და გაჟრჟოლებდა.
ჩემი მიზანი არ არის,დონარა
გვრიტიშვილის ,როლების გაანალიზება.ეს თავის დროზე შესანიშნავად
აგვიწერა ,პროფესიონალმა თეატრმცოდნეებმა :
ნათელა ურუშაძემ,ნათელა არველაძემ,მანანა გეგეჭკორმა,ვასილ კიკნაძემ, მერაბ გეგიამ. მე მხოლოდ მინდა რუსთავის,ახლა უკვე ბატონ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის იუბილესთან დაკავშირებით გავიხსენო,რათა ზოგს არ დაგავიწყდეთ,ზოგს გავახსენო ზოგსაც ახლა პირველად გავაცნო დონარა გვრიტიშვილის საინტეტესო თეატრალური მიღწევები. მე კი არასოდეს დამავიწყდება ,
ვინაიდან მისმა შემოქმედებამ ჩემს თვალწინ გაიარა,როგორც ერთმა, ძალიან საინტერესო ნიჭიერ მსახიობზე გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა. მისი “შემოქმედებითი კარდიოგრამა” სულ ზევით ზევით მიიწევს და რომ გგონია,მორჩა ზემოთ შკალაზე ნიშნული აღარ არის,ის ისევ ახალ ხაზს და სიმაღლეს ურტყავს. ვინც არ იცით, მე მინდა თვითოეულ თქვენგანს , წარმოდგენა გქონდეთ,უბრალოდ ჩამოგითვალოთ დონარა გვრიტიშვილის მიერ ნათამაშები როლები, მაგრამ ეს მთლად უბრალო არ გამოდგა, ვინაიდან რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში მუზეუმი არ არსებობს და მეშინია,რაიმე არ გამომრჩეს,
მადლობა უფალს,რომ კოვიდის მიერ დატოვებულ მრავალ გვერდით მოვლენებთან ერთად დამინდო და მეხსიერება არ დამიბინდა. ჩამოგითვლით რუსთავის თეატრის სპექტაკლებში მის მიერ შესრულებულ როლებს: სპექტაკლებს სადაც დონარა გვრიტიშვილმა თავისი შემოქმედებითი სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა თქვა :
ჰ.იბსენი-“ბრძოლა ტახტისათვის”,
რობერტ ტომა – “რვა
მოსიყვარულე ქალი”
თ.გოდერძიშვილი –
“რკინის კარს უკან”,
ა.სულაკაური-
“ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან”,
ა. ჩხაიძე – “შთამომავლობა”,
გარსია ლორკა –
“ბერნანდა ალბას სახლი” (ადელა),
ბრენდონ თომსი –
“ჩარლის დეიდა”(ბეტი),
ო. იოსელიანი –
“სანამ ურემი გადაბრუნდება”
(ტასო),ა.რებენსკი -“დოქტორ პაპატაჩის ვალსი”(ექიმი),
ა.ფადეევი – “ახალგაზრდა გვარდია”(ლუბკა),
დ. კლდიაშვილი “საპოვნელა”
(მეზობელი),
ნ.დუმბაძე – “თეთრი ბაირაღები”(დედა),ნ.დუმბაძე- “მე, ბებია,ილიკო და ილარიონი”(ცირა);
კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში:
ა. კასონა-“შვიდი ძახილი ოკეანეში”,
კობიაშვილი,წულაძე-“დაანებე ჩემს ცოლს თავი”,
დარი ფოო – “გელოდები საყვარელო”;
არტურ მილერი-“სეილემის პროცესი”(აბიგაილი)
გრიბოედოვის სახელობის თეატრში.
დონარა გვრიტიშვილი ყოველთვის მოთხოვნადი მსახიობი იყო,მას დიდი პატივით იწვევდნენ კინოში და სატელევიზიო ფილმებში სადაც ის მთავარ როლებს ასრულებდადა და იმ როლების გმირის პროტოტიპად გამოიყურებოდა.
მისი ყოველი როლი და სახე დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული იყო,ამიტომ არის მისი პალიტრა მრავალფეროვანი და სახიერი.
დონარა გვრიტიშვილი ძალიან უხდებოდა რუსთავის თეატრს.
1999-წელს რუსთავის თეატრს სათავეში ჩაუდგა,
პოპულარული მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე,რომელმაც აქტიურად მოიზიდა იმ წლებში შემცირებული მაყურებელი.ამ წლებში მან წარმატებით განახორციელა ათი თეატრალური დადგმა. თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში არანაკლები წვლილი შექონდათ
და შეაქვთ ხელმძღვანელ მუშაკებს.2005-წელს, ბატონი გოგი ქავთარაძე, მთავრობასთან “კომფლიქტის” და გაუგებრობის გამო
ტოვებს თეატრს.ყველა რეჟისორს ჰყავს თავისი საყვარელი მსახიობი, მსახიობს კი რეჟისორი,
რომელთანაც მოსწონს მუშაობა და მისი თანამზრახველია.რა თქმა უნდა,გოგი ქავთარაძესაც ჰყავდა თანამზრახველები ამიტომ როდესაც ის თეატრიდან წავიდა თან გაჰყვა ცხრამეტი მსახიობი. გოგი ქავთარაძე მათ ახალი თეატრის გახსნას დაჰპირდა.
ამ თანამზრახველ წამსვლელ მსახიობთა.შორის იყო ჩვენი ლამაზი დონარა ვინაიდან გოგო ქავთარაძემ ვერ შეძლო ახალი თეატრის გახსნა,ამიტომ ეს მსახიობები თეატრის გარეთ დარჩა.შემდეგ,ზოგს უკან მოუხდა დაბრუნება და რუსთავის თეატრის დასთან და ხელმძღვანელობასთან ბოდიშის მოხდა.
დონარა გვრიტიშვილი პრინციპული ადამიანია,
შეცდომით გადადგმული ნაბიჯის უკან გადმოდგმა აღარ იკადრა,ვეღარ
შეძლო (თავისი
პრინციპებიდან გამომდინარე).
ამიტომ სხვა მსახიობებთან ერთად დარჩა თეატრის გარეშე.
მაგრამ ნიჭიერ ადამიანს ნიჭი მოსვენებას არ აძლევდა,არც ის რეჟისორები არ აძლევდნენ მოსვენებას,რომლებიც მის ნიჭს იცნობდნენ და აფასებდნენ,ამიტომაც აქტიურად იწვევდნენ:
თეატრებში, სერიალებში,კინოში და სხვადასხვა შემოქმედებით შეხვედრებზე.
დონარა გვრიტიშვილი 2015-
წელს ,ახლა უკვე გიგა ლორთქიფანიძის სახელიბის რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის
სოსო ნემსაძის თანხმობით ის სადადგმო პიესაში მოიწვია მსახიობმა და რეჟისორმა ლარისა(ლარო)
ხაჭაპურიძემ,სადაც მან გ.ბათიაშვილის პიესაში: “თამაშები უცხოთა საწოლებში”თურქი მილიციონერი ქალის როლი შესთავაზეს.
მე როგორც ,ამ დადგმის რეჟისორმა შემიძლია
თამამად განვაცხადო: დონარა გრიტიშვილმა,
ერთხელ კიდევ გამაოცა თავისი პროფესიონალიზმით და მსახიობური მიგნებებით.
დაისვა საკითხი,რომ
დონარა დაბრუნებულიყო თეატრში.მაგრამ…….
მერე რა მოხდა?
ზოგმა,კონკურენტი
იგრძნო და შეეშინდა,რომ ამ
კონკურენციაში
დამარცხდებოდა.
ზოგმა მისი ფიზიკური მონაცემების წინაშე თავისი ვიზუალი უფერულად ჩათვალა,ზოგმა რა და ზოგმა კიდევ რა…
ხელმძღვანელმა-კი
რომელიც დასის ასეთ გამოხმაურებას არ მოელოდა,თავი შეიკავა მსახიობის მიღებაზე. ცხოვრება კი თავისი ყოველდღიური,სოციალური და ყოფითი კანონებით ჯიქურ მიიწევდა წინ და შემოქმედების გარდა უბრალოდ ყოველდღიური არსებობაც საჭირო იყო.
დონარა გვრიტიშილი აქტიური ადამიანია,მან ბევრ ყოფით და არაყოფიათ სიძნელეებს გაუძლო და გადალახა.უთეატროდ დარჩენილიც არ შედრკა,
სიძნელეებს ქედი არ მოუხარა,გაჭირვებამ ფეხი წამოაკვრევინა,მაგრამ
მუხლებზე ვერ დააჩოქა. მონაწილეობდა დედაქალაქის სხვადახვა თეატრების სპექტაკლებში, გაიღრმავა ცოდნა, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის დიპლომს მიუმატა: დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დიპლომი,ფსიქოლოგის სპეციალობით,გიდების საერთაშორისო ასოციაციის სკოლა ,ლიდერული თვისებების კომუნიკაციური უნარები, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ” GIPA”, არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
“PR”- მენეჯერი,იმუშავა
საბავშვო მუსიკალურ სტუდია
“MEKO STUDIO”-სამსახიობო
მეტყველებისა და ოსტატობის პედაგოგად, “BOC
ACADEMI”მეტყველებისა და
ეფექტური კომუნიკაციის
პედაგოგი , სტუდია “ბზიკები” მეტყველების პედაგოგად;
ერთ დღეს მოულოდნელად ვგებულობ, რომ დონარა ამერიკაში წავიდაო.ზოგმა თქვა კინო გადაღებაზეო, ზოგმა სამუშაოდო,როგორც ყოველთვის ათასი ჭორ- მართალი .დონარა ჩემი მეგობარია,ძალიან მაინტერესებდა,მისი ცხოვრება,შემოქმედებითი
წინსვლა ,როგორც ნიჭიერი მსახიობის,კარგი და უღალატო მეგობრის, დედის, რომელმაც სამი შვილი სამაგალითო მოქალაქეებად აღზარდა ,მაგრამ ჩემს ოჯახზე კოვიდის ვერაგული დაღის გამო თვალი ვერ მივადევნე.მე ბევრი მინახავს და ვიცი, თუ რას ნიშნავს,მსახიობის ყოფა, სცენის გარეშე.თუკი ამ წუთში,დონარა არ დგას სცენაზე,ვიცი რომ ეს დროებითია,ის არ დაიკარგება იქაც მიაგნებს თეატრს , სადაც თავის ნიჭს უნარს და შესაძლებლობებს აფიშირებას გაუკეთებს. ნეტავი იმას ვინც იპოვნის , მისი სახით თეატრის ნატვრისთვალს იპოვნის.
მე ძალიან მინდა,რომ საქართველოდან,არა თუ ნიჭიერი არამედ ,უბრალოდ რიგითი ქართველების გადინებაც-კი არ ხდებოდეს, მითუმეტეს ხელოვანის და თანაც ლამაზ ქალის.ალბათ სინიდისის ქენჯნა აწუხებთ მავანთ თეატრში,იმ თეატრში სადაც დონარამ თავისი ულამაზესი წლები გაატარა.
წყარო: ლარო და თეატრი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close