საზოგადოება

,,ამგვარ მდგომარეობას პოსტტრავმული სტრესული აშლილობა( PTSD) ეწოდება”

,,ტრაგედია რომელიც მოხდა და არასდროს არ შეიძლება დაგვავიწყდეს, მოითხოვს სიტუაციის გაანალიზებას"

იცით, რას ნიშნავს Shell shock? ეს არის საბრძოლო ნერვოზი, ტრავმა; ნერვული გამოფიტვა დაბომბვების ქვეშ / საბრძოლო პირობებში ხანგრძლივი ყოფნის შედეგად; ბრძოლის დროს მიღებული ფსიქიკური ტრავმა ადამიანისთვის რთული, ხშირ შემთხვევაში კი-გადაულახავი პრობლემა ხდება.
ალბათ ყველა ჩვენგანი იცნობს, მინიმუმ, ერთ ისეთ ადამიანს, რომლის ცხოვრებაც წარსულის ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. მოვლენა ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს – ახლობლის გარდაცვალება, ძალადობა, გაუპატიურება, სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა, სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა თუ სხვა. მძიმე გამოცდილებების მქონე ადამიანების ნაწილი, დროთა განმავლობაში, ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრაგედიებმა მათი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ისინი ახერხებენ, რომ წინსვლა განაგრძონ.
სამწუხაროდ, ზოგიერთებისთვის ეს ბევრად უფრო რთულია. ადამიანების ნაწილს, რომლებსაც მატრავმირებელი გამოცდილებები აქვთ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დამოუკიდებლად ვეღარ უბრუნდებიან, კარგავენ სულის სიმშვიდეს, ეწყებათ უძილობა, ხდებიან ჩაკეტილები, დეპრესიულები, აღენიშნებათ ძლიერი შფოთვა და ზოგჯერ, სუიციდური აზრებიც.
ამგვარ მდგომარეობას პოსტტრავმული სტრესული აშლილობა( PTSD) ეწოდება და იგი ფსიქიატრიაში ფსიქიკურ აშლილობადაა კლასიფიცირებული.
✅️ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიხედვით, დაავადება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს. ბოლო წლების კვლევების მიხედვით, პოსტტრავმული აშლილობა შეერთებული შტატების ზრდასრული მოსახლეობის 3.5%-ს მაინც აწუხებს.
PTSD-ის სიმპტომები მარტივი შესამჩნევია: ადამიანს აწუხებს ინტენსიური, შეპყრობითი ფიქრები მატრავმირებელი მომენტის შესახებ და გამოსახულებები, ხედავს კადრებს, ესმის დიალოგები და სხვა, თითქოს, ყოველ ჯერზე მოვლენას ხელახლა განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეული უკვე უსაფრთხოდაა, ტვინი ჯერ კიდევ ბრძოლის, გაქცევის მდგომარეობაში იმყოფება და მუდმივად განგაშის სიგნალებს აგზავნის, თითქოს უბედური შემთხვევა კვლავ, უსასრულოდ გრძელდებოდეს. დროთა განმავლობაში, ადამიანს უვითარდება ძილისა და კვების დარღვევები, ხდება ქრონიკულად გაღიზიანებული, დეპრესიული და ჩაკეტილი. არცთუ იშვიათად, იგნორირებული PTSD სუიციდითაც სრულდება. განსაკუთრებით მძიმეა, თუ ასეთი ადამიანი ალკოჰოლზე ან ოპოიდებზე დამოკიდებული ხდება.
✅️ნუ უარვყოფთ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და მათი ასაკი 25-55 წელს შორის მერყეობს, ანუ საკმაოდ ახალგაზრდები არიან. მათი ძირითადი პრობლემა ვლინდება მაშინ, როცა ოჯახის წევრებზე, ახლობელ ადამიანებზე თავდასხმის მცდელობები ექნებათ, სავსებით უწყინარიც რომ იყოს რჩევა, დახმარების სურვილი ან უბრალოდ წინადადება-,,ხომ არ გინდა“?,შეიძლება დიდი აგრესია მიიღო. მერე აანალიზებენ და შეიძლება, ბოდიშიც მოგიხადონ, მაგრამ მაინცდამაინც ტოლერანტი ვერ ხარ ხოლმე…
✅️მთელი რიგი სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებასთან ერთად, საზოგადოებრივი მენტალიტეტიც უნდა შეიცვალოს.
ისინი ჩვენთვის იბრძოდნენ, ჩვენს გამო დაუმახინჯდათ ფსიქიკა, ისინი შეიძლება, ფიზიკურად გადარჩნენ, მაგრამ…მხოლოდ ფიზიკურად…
✅️ტრაგედია, რომელიც მოხდა და არასდროს არ შეიძლება დაგვავიწყდეს, მოითხოვს სიტუაციის გაანალიზებას, მთელი რიგი საკითხების აქცენტირებას და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.
✅️ნაღმი, რომელიც ჩვენს გვერდითაა, არავინ იცის, როდის აფეთქდება. დანაღმულ ველზე დავდივართ და დროა გამოფხიზლების, ჩვენ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ შვილები დაკარგოს, თითოეულ სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ, დავიცვათ, ვუმკურნალოთ და დავაბრუნოთ საზოგადოებაში ჯანსაღი ფსიქიკით. ავიღოთ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და განსჯის, გაქილიკების, სიბრაზის ნაცვლად, ვიმსჯელოთ პრობლემებზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close