საზოგადოება

სკამები ფაფახით და სვანური ქუდით_ ,,ვოტ ტაკ, დარაგიე მაი…”

,,ეს პოსტი იმიტომ წამოვიღე, რომ აღარ თქვას არავინ, ვისაც სვანურ ქუდზე საჯდომის დადების სურვილი და მსურველი არ ენაღვლებაო..."

გუშინდელი პოსტისთვის წამოვიღე, “მერე რა!?” რომ აღარ იკითხოს არავინ, ვისაც სვანურ ქუდზე საჯდომის დადების სურვილი და მსურველი არ ენაღვლება…
“სვანური ქუდი – ნამუსის ქუდი
სვანური ქუდი სვანისთვის არა მხოლოდ იდენტობის დამადასტურებელი, არამედ მისი ღირსების სიმბოლოცაა. ქუდი შესისხლხორცებულია პატრონთან და მისთვის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს. ქუდში იგულისხმება სვანი კაცის ვაჟკაცური ბუნება, სინდის-ნამუსი, ერთგულება და სიმტკიცე (სვანეთში თუ ვაჟკაცი რაიმე მიუღებელ ქმედებას ჩაიდენდა, მასზე იტყოდნენ „ისგე ფაყვ გიმს უხავხა! ანუ „შენი ქუდი მიწას დაენარცხოსო“; (თუმცა ეს ზუსტი შესატყვისი არ არის) თუკი მამაკაცი სახელოვან საქმეს გააკეთებს მასზე ამბობენ „ოქრეშ ფაყვ ხარ“ ანუ „ოქროს ქუდი გხურავსო“). ასევე, ქუდი იგივე „ფაყვ“ სვანი კაცის ცხოვრებაში სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს, ამიტომაც არის, რომ სვანური ქუდის დახურვა (მითუმეტეს ტარება) ქალს ეკრძალება.
აღსანიშნავია, რომ სვანურ ქუდს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებსაც მიაწერენ – ის ხასითდება როგორც ადამიანის ორგანული წნევის მარეგულირებელი. სვანური ქუდის მოსამზადებლად 5 კილოგრამზე მეტი მატყლია საჭირო და მისი მომზადება ტექნოლოგიურად რთული პროცესია. სვანური ქუდის ტრადიციული მეთოდით დამზადება – საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ელემენტია. დასრულებულ ქუდზე აუცილებლად გამოისახებოდა ჯვრის ფორმა, როგორც წმინდა გიორგის სიმბოლო. ჯვარს ცალ მხარეს დაბოლოებაზე გიშერი ჰქონდა ასხმული. გიშერი განასახიერებდა სიწმინდის სიმბოლოს, რომელსაც ოჯახში საგულდაგულოდ ინახავდნენ და ბიჭის დაბადებისას გამოჰქონდათ. ასვეე გიშერი წყურვილისა და ტკივილის შეგრძნებას აცხრობდა, თუკი სვანი გასაჭირში იმყოფებოდა.
სვა­ნუ­რი ქუდი ზამ­თარ­ში თბი­ლია და ადა­მი­ანს სი­ცი­ვის­გან იცავს, ზა­ფხულ­ში კი მზის მცხუნ­ვა­რე­ბის­გან. სვანური ქუდი სამი ფერისაა. შავი ფერი – ქვესკნელი ანუ გარდაცვალებულთა სულები, თეთრი – ზესკნელი ანუ ანგელოზები, წმინდანები, ნაცრისფერი ანუ წუთისოფელი. რომლის მკვიდრიც ვართ ჩვენ ცოცხალი ადამიანები.
ოჯახში პატარა ბიჭუნებს თავიდანვე აჩვევდნენ მის ტარებას და უხსნიდნენ, რომ ამაყად და ღირსეულად ეტარებინათ ის. არავის ჰქონდა უფლება შეხებოდა ქუდს, იმ დროსაც კი თუკი სვანს ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, ვერავინ ახლებდა ხელს, მის დაუკითხავად.
გარდაცვალებისას მთის შვილს აუცილებლად ატანდნენ სვანურ ქუდსა და ხმალს, რომ მიღმიერ სამყაროშიც ამაყად და ღირსებით ეტარებინა ის.” _ წერს გიდი მაიკო ქავთარაშვილი.
   რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ნინო ჩიკვაიძემ:
,,თბილისში გადმოსახლებულმა ამ პირმა სკამების წარმოება გადაწყვიტა საჯდომ სიბრტყეზე ფაფახების და სვანური ქუდების დამაგრებით.
ფაფახებს კიდევ რა უჭირს, გაბურძგნული პუფების ასოციაციას ქმნის უფრო მეტად, მაგრამ სვანური ქუდი __ პირდაპირი გაგებით სვანური ქუდია.
რამდენიმე ადამიანმა სცადა მისთვის აეხსნა, რომ ქუდი თავთან ასოცირდება, მითუმეტეს ეს ტრადიციული ქუდი, და მასზე ჯდომა უხერხულ ასოციაციებს ქმნის, რაც უსიამოვნო შეიძლება იყოს ბევრი ქართველისთვის.
იქვე გამოჩნდნენ მისი ზემლიაკები, რომლებმაც გამოუცხადეს, საქართველოში ვცხოვრობთ და ჩვენ ვიყიდით, შენ მიდი, გააკეთეო.
ვოტ ტაკ, დარაგიე მაი.
ჯერ სად ვართ, #თქვენგენაცვალეთ
.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close