საზოგადოება

,,რამხელა ფულს აკეთებს ჯანდაცვისა და სააფთიაქო მაფია, ხვდებით? _ უნიათოები კი არა, ძალიან ნიათიანები არიან…”

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ ახლა ავადმყოფ ვეტერანებს პირდებიან 1 ლარიან წამლებს.
რამხელა ფულს აკეთებს ამით ჯანდაცვის და სააფთიაქო მაფია, ხვდებით? რომც არ ჭირდებოდეს ადამიანს ერთ ლარად მაინც იყიდის წამალს, პარალელურად, ბიუჯეტიდან ამ მედიკამენტების მოტივით რამხელა ფული მოიხსნება, წარმოგვიდგენია.
იმ პენსიონერებს, სოცდაუცველებს და ვეტერანებს ის ფული პენსიებსა და დახმარებებზე დაუმატეთ და რომელ წამალსაც უნდათ, იმას იყიდიან, მაფიას რომ ,,ჩაწოლილი” აქვს, იმას კი არა .
ვინც ამათზე უნიათო თქვას! უნიათოები კი არა, ძალიანაც ,,ნიათიანები” არიან . თან საარჩევნოდ ამ კატეგორიას მოისყიდიან ბიუჯეტის ფულით, თან ამ მაფიოზური ერთლარიანი წამლებით დიდ ფულს იშოვნიან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close