საზოგადოება
GEMFEST-დან საავადმყოფოში ამჯერად 19 წლის გოგონა გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაციის გამო, ელექტრონული მუსიკის GEMFEST-ის კიდევ ერთი სტუმარი გადაიყვანეს კლინიკაში. მოწამვლის სიმპტომებით 19 წლის გოგონა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამთენიისას, დილის 5 საათისთვის შეიყვანა.
მისი მდგომარეობა მძიმეა. 19 წლის გოგო რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.
ბოლო 2 დღის განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში მსგავსი სიმპტომებით 10-ზე მეტი პირი იქნა მოთავსებული, აქედან ერთი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა.
წყარო: http://news.coa.ge