საზოგადოება

,,ეს განცხადება ბოლო ლურსმანია- ეჭვქვეშ დგება ტურიზმის არნახული განვითარება””

,,მეგობრებო, მივმართავ ჩემს კოლეგებს ტურისტულ და რესტორნის სექტორში.
თუ ამ განცხადებას დავეყრდნობით, მაშინ საერთოდ არ ღირს სასტუმროების გახსნა, რადგან 2 თვეში გახსნის და ახალი ეკიპირების ხარჯებსაც ვერ გავისტუმრებთ.
შესაბამისად ეჭქვეშ დგება წელს ტურიზმის არნახული განვითარება, რასაც მთავრობა აანონსებს. რა ვუყოთ სექტემბრის ჯავშნებს? კვლავ ორმაგი ზარალი, მაშინ როცა პატარა სასტუმროებმა კომპენსაციებიც ვერ მივიღეთ. გადაჭარბებულმა პანიკამ ისედაც ძალიან დაგვაზარალა, ახლა ეს განცხადება ბოლო ლურსმანია…” _ აცხადებს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა.

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს სექტემბერში კორონავირუსის კვლავ დაფიქსირებას.

,,ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, არ გვემატება ბევრი პაციენტები და ბევრი გამოჯამრთელდა, თუმცა სექტემბერში არ გამოვრიცხავ კორონავირუსმა დიდი ძალებით შემოგვიტიოს.”

,,ეს არ არის ჩვეულებრივი ვირუსი. ჩვენ, უნდა ვისწავლოთ მასთან გამკლავება. შესაძლოა არამარტო ჩვენ, მსოფლიოს კვლავ შეუტიოს კორონავირუსმა, ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის.”

Related Articles

Back to top button
Close