საზოგადოება

,,C ჰეპატიტის პროგრამაზე გავრცელებულ ინფორმაციას ექნება უარყოფითი ზემოქმედება იმ ადამიანებზე, ვინც მასში მონაწილეობა მიიღო”

სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის დეპუტატი:

_ როგორ გვიყვარს ცუდი ამბების გაზიარება! დილიდან ვიღაც მალინას პოსტი, რომელიც კატასტროფულ ონკოლოგიურ მდგომარეობას აღწერს ვრცელდება დიდი დოზით ფბ ზე. ამავე დროს, ც ჰეპატიტზე აშკარა ტყუილი და დამაზიანებელი ტყუილი, რადგანც ამან შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის ბოლომდე განკურნება ამ სენისგან, რაც არის დღემდე წარმატებული (და ბევრ ქვეყნისთვის საოცნებო) პროგრამის მიზანი! ასევე, ასეთ “ინფორმაციას” უდავოდ ექნება მეტად მძიმე და უარყოფითი ზემოქმედება იმ ადამიანებზე, ვინც ჩაიტარა სამკურნალო კურსი და იფიქრებს, ახალი საფრთხის ქვეშ ხომ არ მოხვდა? …

ეხლა დავფიქრდეთ, ვის აწყობს ჩვენი რომელიმე წარმატებულ დარგისთვის პრობლემების შექმნა ? ან ვის აწყობს კიდევ ერთი მიზეზი დაუმატოს საზოგადოებრივ ისედაც დეპრესიულ ფონს? ამაზე პასუხი გექნებათ ყველას … და თუ პასუხი ვიცით, ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ტიპიური ” fake news” ის ნიმუში ! რაც სოციალური ქსელების და მედია სივრცის ახალი “კიბო” გახლავთ : ნაწილობრივ სიმართლესთან ერთად(ამ შემთხვევაში არა სახარბიელო ონკოლოგიური მდგომარეობა- რაც ყველამ ვიცით ისედაც, მალინას გარეშე) შერეული სრული დეზინფორმაციასთან!

ჩვენი, ყველასი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, როცა ვაზიარებთ ინფორმაციებს ჯერ დავფიქრდეთ, მაქსიმალურად გადავამოწმოთ და თუ ვერ ვამოწმებთ, გარკვეული გაფრთხილებით გავაზიაროთ და არა როგორც ჭეშმარიტება!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close