საზოგადოება

თაკო ჩარკვიანი: ისინი არ იყვნენ გამსახურდიას მომხრეები

,,– მამის ნატვრა იყო, დამნაშავეებმა აგონ პასუხი და დანარჩენი გავერთიანდეთ”.

ამის შესახებ გარდაცვლილი ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, მთაწმინდაზე, სამგლოვიარო მიტინგზე განაცხადა, რითაც დაკრძალვის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ ინციდენტში მონაწილე ორი ქალბატონი ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ.
– არა მგონია და არ დაიჯეროთ, რომ ეს ორი ქალბატონი ბატონ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ. ისინი არ იყვნენ გამსახურდიას მომხრეები, გამსახურდიას ოჯახის პატივისმცემელი აქ ზის, ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ძალიან დიდი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას. ამიტომ, მე მინდა ვთქვა, რომ ძლივს გაერთიანებული, ძლივს შეკოწიწებული საქართველო არ ჩაგვიშალონ. აქ არიან სრულიად სხვადასხვა აზრის მატარებლები და მეტი ამ კაცს და სამოციანელთა თაობასაც არაფერი არ უნდოდა. მეტს ესენი არაფერს არ ემსახურებოდნენ. კბილებით მოიტანეს. აი, ამათგან იცავდნენ, აღარ არიან ისინი, ორი ცალი დარჩა და ისიც აგერ ამოვიდნენ პანთეონში, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მთაწმინდაზე, ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის ცერემონიაზე მცირე ინციდენტი მოხდა. მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სადაც სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობდა, ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე ორმა ქალმა პლაკატები გაშალა და ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა. აღნიშნულის გამო, პანაშვიდზე მყოფმა პირებმა აღშფოთება გამოთქვეს და მათ პლაკატები წაართვეს.

ამბები.გე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close