Apple მომხმარებლებს ბოდიშს უხდის
კორპორაცია Apple–მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ძველი მოდელების iPhone-ბის შენელებისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
აღნიშნული განცხადება კორპორაციის ვებგვერდზეა განთავსებული.
„ჩვენ ვიცით, ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობს, რომ Apple–მ გიღალატათ. ჩვენ ბოდიშს ვიხდით. ამ პრობლემამ ბევრი გაუგებრობა გამოიწვია. ამიტომ, გვინდა განგიმარტოთ, რა ცვლილებებზე ვმუშაობთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ არასდროს მიმართავენ ზომებს Apple–ს ნებისმიერი პროდუქტის მუშაობის ვადის შესამცირებლად, მომხმარებლების მიერ საკუთარი გაჯეტების განახლების იძულების მიზნით.
კორპორაციის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ძველი სპარტფონების აკუმულატორების შეცვლის ფასს აშშ–ის ბაზარზე $79–დან $29–მდე შეამცირებენ.
Apple–მ დეკემბერში აღიარა ძველი მოდელის iPhone-ბის მუშაობის შენელება.