სამართალი და კრიმინალი

მნიშვნელოვანი სიახლე!_ მედიატორთა ასოციაცია პანდემიის შედეგად გამოწვეული დავების მოგვარებაში დაგეხმარებათ

ირაკლი ყანდაშვილი, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე:

_ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, COVID-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების პროექტს იწყებს.

?COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში ბიზნესის და სხვა ორგანიზაციებს უწევთ საქმიანობის დროებით შეზღუდვა, შეჩერება ან შეწყვეტა, რაც ხშირად იწვევს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას ან მათთან არსებული შრომითი ურთიერთობის პირობების ცვლილებას. დიდია ასეთ სიტუაციებში შრომითი დავების წარმოშობის ალბათობა.
?სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ხელს უწყობს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს, რომ დროულად, ეფექტიანად და ნაკლები ხარჯით მოაგვარონ პანდემიის ფონზე წარმოქმნილი შრომითი დავები.
1 ივნისიდან, სამთვიანი პროექტის ფარგლებში ყველა ორგანიზაციისა და დასაქმებულისათვისხელმისაწვდომი გახდება შრომით დავებზე მედიაცია.
?პროექტს ახორციელებს სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით.
?პროექტის ფარგლებში მედიაციის პროცესები ჩატარდება დისტანციურად, ასოციაციის წევრი აკრედიტირებული მედიატორების მონაწილეობით.
?კონფიდენციალურობა,მიუკერძოებლობა და პროფესიული სტანდარტების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ შემუშავებული წესების თანახმად.
?საპილოტე პროექტში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მშვიდ გარემოში განიხილონ კრიზისით გამოწვეული ცვლილებები და ერთად მოძებნონ მათთვის მისაღები გამოსავალი.
✍️დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციას”, რომელიც პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად უზრუნველყოფს საქმის ადმინისტრირებას.
?მედიატორთა ასოციაციის ბაზაზე იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ დამატებითი ინფორმაციის მიღება პროექტთან დაკავშირებით.
?პროექტის საპილოტე ფაზაში ევროკავშირი და UNDP დაფარავენ მედიატორების ანაზღაურების და საქმის ადმინისტრირების ხარჯებს.
შედეგად შრომითი დავების მოგვარება ❗️ხელმისაწვდომი გახდება უფასოდ ❗️რთულ ეკონომიკურ პირობებში აღმოჩენილი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია: 574 905 110
❗️წარმატებები ყველას”.

 

Related Articles

Back to top button
Close