ტრაგედია სიღნაღში
„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რასაც განვიცდით“

სიღნაღის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ილიაწმინდაში მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, რამაზ ძმანაშვილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, როცა მინდორში არსებულ თხრილში ჩავარდა, ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.
.
რამაზ ძმანაშვილი ილიაწმინდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული იყო..
„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რასაც განვიცდით. უდროოდ და ტრაგიკულად შეწყდა ერთი საუკეთესო ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. რამაზი იყო საოცრად თავაზიანი, მოწესრიგებული, გულისხმიერი, მშრომელი, მეგობრული, სანდო და საიმედო ახალგაზრდა, რომელიც სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა თანატოლებსა თუ მასწავლებლებში“, – ნათქვამია პედაგოგების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამბები.ჯი




