საინტერესო

„თავს ბურღავდა და მკურნალობდა“

ხევსური დასტაქრის საოცარი ამბები

„ლი­ქო­კე­ლი იყო 97 წლის მო­ხუ­ცი, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ჯა­ნი­თა და ღო­ნით სავ­სე. ჭრი­ლო­ბის შეხ­ვე­ვი­სას იგი მუ­შა­ობ­და, რო­გორც კარ­გად ნაწ­ვარ­თი ხე­ლო­ვა­ნი. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვუცქერ­დი მას. ჩემს გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, როცა გა­ვი­გე, რომ მის­თვის ნაც­ნო­ბი იყო ყო­ვე­ლი ნა­კე­ცი ტვი­ნი­სა, სა­ით­გან? ქვე­ყა­ნას მო­წყვე­ტილ კუ­თხე­ში, სა­დაც არც გა­ზე­თია, არც რკი­ნიგ­ზა, არც ტრამ­ვაი, ვხე­დავ­დი მო­ხუცს, რო­მელ­საც ჰქონ­და ცოდ­ნა ყო­ველ­გვა­რი ჭრი­ლო­ბი­სა და რო­მე­ლიც და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი იყო მკურ­ნა­ლო­ბა­ში” – ეს არის ამო­ნა­რი­დი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის ნო­ვე­ლა­დან “ენ­გა­დი”.

.

მგე­ლი­კა ლი­ქო­კელ­ზე მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა. ის იყო ხევ­სუ­რი დას­ტა­ქა­რი (ქი­რურ­გი), რო­მელ­საც სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ ჰქონ­და და მისი მიღ­წე­ვე­ბი მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა! თუ რო­გორ ახ­დენ­და იგი სას­წა­უ­ლებს, მისი შთა­მო­მა­ვა­ლი შოთა არა­ბუ­ლი ხევ­სუ­რე­თი­დან ამბები.ჯი-ის ესაუბრება:

– პე­ტერ­ბურ­გში სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში იყო მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლის კა­ბი­ნე­ტი, სა­დაც მგე­ლი­კას ბი­უს­ტი იდგა, ასე­ვე იყო ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლი იყო, თუ რო­გორ აკე­თებ­და ის ოპე­რა­ცი­ებს… ანუ აღი­ა­რე­ბუ­ლი იყო. რო­გორც უდი­დე­სი სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლი… რაც ხევ­სუ­რე­თი არ­სე­ბობს, იმ დრო­ი­დან იყ­ვნენ ხევ­სუ­რი ექი­მე­ბიც! ხევ­სუ­რე­ბი, ჯერ კი­დევ ფხო­ვის დრო­ი­დან, ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე მე­ო­მა­რი ხალ­ხი იყ­ვნენ. კავ­კა­სი­ო­ნი უნდა და­ეც­ვათ, ჩა­კე­ტილ მხა­რე­ში არც არა­ვინ შე­მო­დი­ო­და და არც არა­ვინ გა­დი­ო­და. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი ჰქონ­დათ – ადა­თობ­რი­ვი სა­მარ­თა­ლი, სა­მე­ორ­ნეო, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი… მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას ეწე­ოდ­ნენ, ჰქონ­დათ სამ­ჭედ­ლო­ე­ბი, თვი­თონ ირ­ჩენ­დნენ თავს და ყო­ველ­მხრივ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი იყ­ვნენ! აქ იყო რა­ინ­დუ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი, რო­მელ­მაც ჩვენს დრომ­დეც კი მო­აღ­წია. ჩხუ­ბი, დაჭ­რა – ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო. ვი­ნა­ი­დან ჭრი­ლო­ბა, ფზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, ცხე­ნი­დან გად­მო­ვარ­დნა და სხვა შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რი იყო, ეს აი­ძუ­ლებ­დათ ექი­მე­ბი ჰყო­ლო­დათ.

– სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე რო­გორ შე­ი­ძი­ნეს ცოდ­ნა, რომ თა­ვის ტრე­პა­ნა­ცია (ძვლო­ვა­ნი ღრუს გაკ­ვე­თის ოპე­რა­ცია) ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ?

– რო­დე­საც თა­ვის ტრე­პა­ნა­ცი­ას ახ­სე­ნე­ბენ, ხალ­ხს წარ­მო­უდ­გე­ნია თით­ქოს მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლი თა­ვის ქა­ლას ხდი­და… ეს მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა! დაჭ­რილს სხვა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­და და რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თავს ტრა­ვმის გა­რე­შე იტ­კი­ვებ­და, მას – სხვა­ნა­ი­რი. რო­დე­საც ადა­მი­ან­მა არ იცო­და მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ სტკი­ო­და თავი, ხევ­სუ­რი ექი­მე­ბი იგებ­დნენ, სად იყო და­ზი­ა­ნე­ბის კერა. ცო­მი­ვით მო­ზელ­დნენ თხელ ფე­ნას თავ­ზე გა­და­აკ­რავ­დნენ და სა­დაც და­ზი­ა­ნე­ბის კერა იყო, იქ ამო­ფუვ­დე­ბო­და. იმ ად­გილს მო­ნიშ­ნავ­დნენ და შემ­დეგ მო­ნიშ­ნულ ად­გილს ბურ­ღავ­დნენ. ასე და­ვი­დოდ­ნენ და­ზი­ა­ნე­ბის კე­რამ­დე და მკურ­ნა­ლო­ბას იწყებ­დნენ…

მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლი იმი­ტომ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რომ იგი გა­მორ­ჩე­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. თან ისე­თი ხელ­სა­წყო­ე­ბი ჰქონ­და, პო­ლო­ნე­ლი მწე­რა­ლი წერ­და, მისი ინ­ტრუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით მე­წა­ღე უფრო მე­გო­ნა, ვიდ­რე ექი­მიო… 1930-იან წლებ­ში ხევ­სუ­რეთ­ში ქი­რურ­გე­ბი გა­მოგ­ზავ­ნეს და მგე­ლი­კას სა­მე­დი­ცი­ნო ოს­ტა­ტო­ბით ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო. აღ­რი­ცხვაც კი ჩა­ა­ტა­რეს, მგე­ლი­კას მხო­ლოდ თა­ვის ქა­ლა­ზე 440 ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და აქე­დან 98% – წარ­მა­ტე­ბუ­ლად. ხალ­ხი მისი გა­კე­თე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კი­დევ დიდ­ხანს ცო­ცხლობ­და. იგი თა­ვის ჩამ­ტვრე­ულ, დაჭ­რილ ად­გილ­საც ბურ­ღავ­და და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი სან­ტი­მეტ­რის დი­ა­მეტ­რით, ძვალს მო­ფხი­კავ­და, რა­ღაც დო­ნემ­დე და­ვი­დო­და და შემ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბას იწყებ­და…

– მგე­ლი­კა ლი­ქო­კელს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ტკი­ვი­ლე­ბის გა­სა­ყუ­ჩებ­ლად რა სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და?

– თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არა­ფე­რი! ეს ექი­მე­ბი და მგე­ლი­კაც სა­ო­ცარ ენერ­გი­ას ფლობ­დნენ, დას­ვამ­დნენ ავად­მყოფს და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, შენ ხარ ქვა, შენ ხარ რკი­ნა, არა­ფე­რი არ გტკი­ვა… მაქ­სი­მუმ არაყს თუ და­ა­ლე­ვი­ნებ­დნენ გა­საბ­რუ­ებ­ლად. ისე აჰიპ­ნო­ზებ­დნენ ავად­მყოფს, ტკი­ვილს ვე­ღარ გრძნობ­და. თან სირ­ცხვი­ლად ით­ვლე­ბო­და ვაჟ­კაცს და­ეკვნე­სა, ან შიში შე­ემ­ჩნია… ექი­მი გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძე მკურ­ნა­ლო­ბის ამ მე­თოდ­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვად წერს. მხო­ლოდ მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლი კი არა, ძა­ლი­ან ბევ­რი ექი­მი გვყავ­და ხევ­სუ­რეთ­ში. თით­ქმის ყვე­ლა თემს თა­ვის ექი­მი ჰყავ­და.

ცნო­ბი­ლი, უდი­დე­სი ეზო­თე­რი­კო­სი გი­ორ­გი გურ­ჯი­ე­ვი მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლის შე­სა­ხებ თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში წერს. გურ­ჯი­ე­ვი და­იჭ­რა და სამ­კურ­ნა­ლოდ მგე­ლი­კას­თან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს… უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დიდი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით არის მო­ცუ­ლი, ვინ და რა­ტომ დაჭ­რა იგი. ამ დროს თბი­ლის­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქი­რურ­გე­ბი იყ­ვნენ და ის მა­ინ­ცდა­მა­ინც მგე­ლი­კას­თან რა­ტომ ჩა­მო­ვი­და? რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, მგე­ლი­კა დიდ ენერ­გას ფლობ­და და გი­ორ­გი გურ­ჯი­ევ­მა ამას მი­აგ­ნო. ჩემი აზ­რით, მას მგე­ლი­კას ცოდ­ნის წა­ღე­ბა სურ­და.

– რო­გორც ვი­ცით, მგე­ლი­კამ თა­ვის თავს ვერ უმ­კურ­ნა­ლა…

– მგე­ლი­კა ბე­ბი­ა­ჩე­მის მამა იყო და ბე­ბია იხ­სე­ნებ­და, რომ მან თა­ვის დრო­ზე ოპე­რა­ცია არ გა­ი­კე­თა… თა­ვად ამ­ზა­დებ­და წამ­ლებს და ეგო­ნა, რომ იმ წამ­ლე­ბით გა­ნი­კურ­ნე­ბო­და. უკვე ას წელს მიღ­წე­უ­ლი იყო და რომ მიხ­ვდა, თა­ვი­სით ოპე­რა­ცი­ას ვე­ღარ გა­ი­კე­თებ­და და წამ­ლე­ბიც ვე­ღარ უშ­ვე­ლი­და, 1935 წელს თავი მო­იკ­ლა.

– მისი დიდი ცოდ­ნა შთა­მო­მავ­ლებს გად­მო­ე­ცა?

– არა… მისი ვაჟი დახ­ვრი­ტეს და ორი გოგო დარ­ჩა. გო­გო­ებს ცოდ­ნა არ გად­მოს­ცე­მი­ათ. იმ დროს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ნა­ი­რი ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა აკ­რძა­ლა. ხევ­სუ­რეთ­ში გვი­ა­ნო­ბამ­დე ორი ექი­მი შე­მორ­ჩა, რომ­ლე­ბიც ტრე­პა­ნა­ცი­ას მა­ლუ­ლად აკე­თებ­დნენ… რა­ღაც რე­ცეპ­ტე­ბი დღე­საც არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მა­გა­ლი­თად, მო­რი­ელს მოკ­ლავ­დნენ, გა­ახ­მობ­დნენ, დაფშვნიდ­ნენ და თუ გვე­ლი ვინ­მეს და­გეს­ლავ­და, ეს უე­ბა­რი წა­მა­ლი იყო… ხევ­სუ­რეთ­ში ადრე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო სამ­კურ­ნა­ლო წი­თე­ლი და თეთ­რი გვე­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო წი­თე­ლი გვე­ლი, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად სხვა­ნა­ი­რი იყო, ჯოხს თუ და­არ­ტყამ­დი შუ­შა­სა­ვით იმ­სხვრე­ო­დაო. ამ გვე­ლებს კლავ­დნენ და ამ­ზა­დებ­დნენ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლი­თაც ჭრი­ლო­ბებს მკურ­ნა­ლობ­დნენ. არ­სე­ბობ­და სამ­კურ­ნა­ლო საპ­ნე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბი, რო­მელ­საც გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლის კუ­ჭი­დან იღებ­დნენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close