
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ძველი სკოლის შენობა დაიწვა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად სახურავი მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სკოლა რამდენიმე წელია, რაც აღარ ფუნქციონირებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.




