სამართალი და კრიმინალი

ზუგდიდში კომენდანტის საათის დროს მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკის დირექტორის სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მართვით სუნთქვაზე

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებული პირის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მიხელ ძიძიგური

Related Articles

Back to top button
Close