კატეგორიის გარეშე

,,ისეთ საველე ჰოსპიტალში, როგორიც თბილისშია, პაციენტის ამოსუნთქვით, გვერდით მყოფს, ვირუსის ტიტრი აეწოდება”

,ამხელა დარბაზში იქეთ ვიღაცა იხრჩობა, აქეთ ვიღაც გარდაიცვალა, ამან შეიძლება ფსიქო-ემოციური ფონიც გაზარდოს, სუიციდს რომ თავი დავანებოთ, სიმულაცია გამოიწვიოს"

საველე ჰოსპიტალში პაციენტი შეიძლება, უფრო დამძიმდეს და გარდაიცვალოს.
საველე ჰოსპიტალი ვერაფრით მოაგვარებს პრობლემას. ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ საველე სამხედრო ჰოსპიტალი, ანუ ის, რისი გამოყენებაც ხდება ომის დროს, არ შეიძლება გამოიყენო ეპიდემიის და, მით უფრო, ისეთი ინფექციური დაავადების დროს, როგორიც კოვიდია.
თუ არ არის კარგი განიავება, არ არის სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემა და ასე შემდეგ, ინფექციური დაავადება ვრცელდება მარტივად.
საველე ჰოსპიტლის გაკეთების იდეა თავიდან ავსტრიაშიც იყო, სწორედ იმ მიზეზით, რომ ვენტილაციას ვერ დაიცავდნენ, მასზე უარი თქვეს. შესაძლოა, მსუბუქად ინფიცირებულის მდგომარეობა უფრო დამძიმებულიყო იმიტომ, რომ გვერდით პაციენტის ამონასუნთქით მას ვირუსის ტიტრი აეწოდა. წარმოიდგინეთ, რეანიმაციულ განყოფილებებში ჩვენთან 4 პაციენტი ჰყავთ, თან ყველა სივრცეს აქვს დამოუკიდებელი ვენტილაციის სისტემა, ამიტომ შიდა გადადება და შიგნით პაციენტის დამძიმება, რომ იქ ვიღაცის ვირუსის ტიტრი მიიღონ, არ ხდება ჩვენთან. მანდ კი ხდება..
კადრებში ვნახეთ, რომ საწოლებს შორის დაშორება არ არის, არ არის გამყოფი კედელი, რაც ძალიან არაეთიკურია.
ვიცით, რომ კოვიდის დროს ადამიანებს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვთ, ჩვენთან ფსიქოლოგები მუშაობენ კოვიდიან პაციენტებთან, ონლაინ ხდება დაკავშირება. წარმოიდგინეთ, ახლა , ამხელა დარბაზში იქეთ ვიღაცა იხრჩობა, აქეთ ვიღაც გარდაიცვალა, ამან შეიძლება ფსიქო-ემოციური ფონიც გაზარდოს, სუიციდს რომ თავი დავანებოთ, სიმულაცია გამოიწვიოს.
კოვიდინფიცირებულები ისედაც ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან. ეს პრობლემას წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ ინფექციის მართვის თვალსაზრისით, მიუღებელია ამდენი ინფიცირებულების ერთ სივრცეში მოთავსება.
თუ აკეთებ საველე ჰოსპიტალს, პატარა კარვებია, რომლებსაც ყველას თავისი დამოუკიდებელი ვენტილაცია აქვს, სადაც მაქსიმუმ, 10 პაციენტი შეიძლება განათავსო, მეტი არა.
შეიძლება, პაციენტი, რომელიც „წამოსაწოლადაა“ მისული, ისევე, როგორც პაციენტთა უმრავლესობა, რომელიც წამოწოლილია საავადმყოფოში, უფრო დამძიმდეს და გარდაიცვალოს.
ავსტრიაში მოღვაწე ექიმი ირმა კვიცარიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close