საზოგადოება

,,მიუხედავად უტრანსპორტობისა, მაინც მოვიდა ხალხი კოვიდფაშიზმის გასაპროტესტებლად!”

რა ხდებოდა გუშინ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან და რას აპირებენ აქციის ორგანიზატორები?

გუშინ საზმაუსთან! მიუხედავად უტრანსპორტობისა მაინც მოვიდა ხალხი კოვიდფაშიზმის გასაპროტესტებლად!
,,მიუხედავად უტრანსპორტობისა, ცუდი ამინდისა და რეკლამირების არქონისა, დღევანდელი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან შედგა! ჩვენ დღეს შევიკრიბეთ მოთხოვნებით: საზმაუზე, განსხვავებულ აზრს დათმობოდა ეთერი! ზოგადი მოთხოვნებით: არა სავალდებულო ვაქცინაციას! არა კოვიდტერორს და დისკრიმინაციას! არა ტრანსპორტის გაჩერებას! საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, მოლაპარაკების შედეგად, არხის დირექტორის ქ–ნ თინათინ ბერძენიშვილისგან მივიღეთ დაპირება, რომ 6 სექტემებრიდან, როდესაც განახლდება ახალი სეზონი, განსხვავებული პოზიციის დასაფიქსირებლად დაგვეთმობა ეთერი!
მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრს ბ–ნ ბონდო მძინარაშვილი–ს არხის ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობისთვის.
მადლობა ყველას მობრძანებისთვის!
უახლოესი მოქმედებების შესახებ შეგატყობინებთ!
ზვიად ტომარაძე 24/08/2021″
როგორც შევიტყეთ და ფბ-ზეც წერენ აქციის ორგანიზატორები, 5 სექტემბერს იგეგმება კიდევ ერთი, ფართომასშტაბიანი აქცია თბილისში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close