პოლიტიკა

,,9 მაისის აღლუმზე პუტინი დაკრუნჩხული იჯდა”

,,1 დღეში მარტო აღმოსავლეთის მიმართულებაზე 13 ტანკი, 20 ჯავშანტექნიკა, 210 ურდოსი - სულ ფერფლად იქცა! რავარი სტატისტიკაა?!"

დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! დავიწყებ იმით, რომ აზოვსტალის თავზე 9 მაისს კვლავინდებურად უკრაინის დროშა ფრიალებდა! მაშასადამე, მაქვს ბედნიერება, ისევ დავწერო:
ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას!
ხარკოვის მიმართულებით ჩვენების შეტევები კარგი ტემპით და წარმატებით მიდის! მალე გავლენ ურდოს საზღვარზე!
რა გავიგეთ 9 მაისის აღლუმიდან? ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია პუტინმა, რაც კი დაისახა! საფრთხე კიდევ არსებობს, მაგრამ ვერც ხერსონის “რეფერენდუმის” ჩატარება შეძლო, ვერც დონეცკის და ლუჰანსკის ადმინისტარციულ საზღვრებში “გათავისუფლება” და მათი ანექსირება, და ცხადია, ვერც გამარჯვების გამოცხადება! იბოჟიალა ისევ ძველი სისულელეები და იჯდა დაკრუნჩხული!
სამაგიეროდ გუშინ დღის ბოლოს გავიხარეთ ლენდ ლიზის კანონზე აშშ-ს პრეზიდენტის ხელმოწერით! არადა დაპირებული 90 ჰაუბიციდან 85 უკვე უკრაინაშია, ჭურვებიც ადგილზეა! აწი წავა და წავა სამხედრო ულუფიდან დაწყებული ლაზერული დამიზნების რაკეტებით დამთავრებული!
ეტყობა, უკვე რუსეთშიც უხარიათ, რომ უკრაინა მალე გააცამტვერებს ურდოს! აბა საზეიმო კონცერტზე, ომის გამო განშორებული წყვილების ფოტოებში ამერიკელ ლეგენდარულ ყაჩაღებს ბონი და კლაიდს რა უნდოდათ?  ბონოს რაც უნდოდა კიევში კი ვიცით და აი, ბონის და კლაიდს პერვი კანალის კანცერტზე – ნათქვამია, რუსეთს გონებით ვერ გაუგებო.
მძიმე დღე გამოდგა 9 მაისი პოლონეთში ურდოს ვეზირისთვის! ოთარ რამიშვილის ცნობილი “რა არყისფრად ირიჟრაჟას” მაგივრად, ურდოს ელჩისთვის შესრულდა “სისხლისფერია ქვეყანაა”!
აბა, ოდესას რომ ბომბავენ, რა ჰგონიათ? თანაც ის სასტუმრო გაანადგურეს, თვითონ სადაც ყველაზე ხშირად ჩერდებოდნენ!
ოდესაში ამ დროს იმყოფებოდნენ უკრაინის პრემიერი დენის შმიჰალი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი (სხვათაშორის, ტყუპ ძმებ კლიჩკოებზე არანაკლებ გვანან ერთმანეთს). ამასობაში, უკრაინა კითხვარის მეორე ნაწილსაც მორჩა, რაც ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ვინ დერ ლაინს ამცნო, რომელიც თავის მხრივ იმყოფება უნგრეთში ვიწია ორბან ბუდაპეშტსკის რუსული ნავთობის ემბარგოზე დასაყაბულებლად! ტფუ, ტფუ, ტფუ და მგონი უნდა უნდა გამოუვიდეს! ნუ სლოვაკეთის და ბულგარეთის დათანხმებაც წესით არ უნდა გაჭირდეს!
ოქრო კაცია ბორის ჯონსონი! თან პოეტური! ჩვენი დიდი გალაკტიონივით უთქვამს გუშინ: არასდროს, არასდროს, არასდროს ასე არ ვყოფილვარ უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულიო! თანაც ზელენსკისთან შორმანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების დეტალებიც განუხილავს!
მოდი და შეეკამათე! 1 დღეში მარტო აღმოსავლეთის მიმართულებაზე 13 ტანკი, 20 ჯავშანტექნიკა, 210 ურდოსი – სულ ფერფლად იქცა! რავარი სტატისტიკაა?!
ამბობენ, საბჭოთა დროინდელი რაკეტების გამოყენება დაიწყო ურდომ! ესე იგი, ან ჟმოტავენ უფრო თანამედროვეებს ან უთავდებათ! ორივე შემთხვევაში, ურდოს უკრაინაში დედა ეტირება!
უკრაინა იმარჯვებს!
ბუკა პეტრიაშვილი, ექსპერტი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close