ჯანდაცვა
,,65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია”
,,კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ისინიც ჩაერთვებიან"
ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 65 წელს და 75 წელს ზემოთ პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
,,მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი 75 და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა”, – აღნიშნა ტიკარაძემ.