ქმარმა ცოლი მოკლა
„ავეჯის მაღაზიაში ჯერ კარადების ფერზე დაუწყიათ ჩხუბი...“ - რა მოხდა გარდაბანში

გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა. ამბები.ჯი-ის ინფორმაციით, მკვლელობა გარდაბანში მდებარე ერთ-ერთი ავეჯის მაღაზიაში მოხდა.
.
როგორც გამოცემას წყარო უყვება, ცოლ-ქმარი მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ და კონფლიქტი წამოიწყეს.
„ჯერ კარადების ფერზე დაუწყიათ ჩხუბი, მერე ამ გოგოს უთქვამს, მაინც უნდა გაგშორდე და სახლი როგორც მინდა, ისე უნდა მოვაწყოო”, – ამბობს წყარო. მისივე ცნობით, მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მოკლული 25 წლის ახალგაზრდა ქალი, მარიამ გახოკიძეა. მისი ახლობელი ამბები.ჯი-ის უყვება:
„უბანში რომ ერთმანეთს ვხვდებოდით, მხოლოდ მოვიკითხავდით და ვესალმებოდით. პირად თემებზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ უბნელები ამბობენ, რომ ხშირად უძალადია კიდეც. რაღაცებს რომ უკრძალავდა, ეს ვიცოდი. ამ კაცს ცოლი ჰყავდა და სხვებს დასდევდა, უყურებდა ყველა ლამაზ გოგოს. მარიამის ქმრობამდეც ასეთი იყო და მერე რა შეცვლიდა”.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და აღიარებითი ჩვენება მისცა.
ამბები.ჯი



