სამართალი და კრიმინალი
,,43 ცალად დაფასოებული და გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი ქალს მანქანიდან ამოუღეს” – შსს-ს სპეცოპერაცია
დღეს, თბილისში, დიდი რაოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკით ვაჭრობის ბრალდებით ახალგაზრდა გოგონაა დაკავებული. სპეცოპერაცია ვარკეთილში ჩატარდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გოგონას სამართალდამცავები დიდი ხანი ელოდებოდნენ და ის გამოჩენისთანავე აიყვანეს. დაკავებულს თან ნარკოტიკული საშუალება ბიო ჰქონდა. ადგილობრივების ინფორმაციით სამართალდამცავებმა ის მანქანაც დალუქეს, რომლითაც დაკავებული გადაადგილდებოდა.
რაც შეეხება დაკავებულს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ამ უბანში არ ცხოვრობდა და ვისთან მიდიოდა მათთვის უცნობია.
შს სამინისტროს განცხადება აღნიშნულ სპეცოპერაციაზე.