სიღნაღის ამბები
29 ივლისს, ქალაქ სიღნაღში, უკვე ტრადიციად ქცეული, ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება

29 ივლისს, ქალაქ სიღნაღში, უკვე ტრადიციად ქცეული, ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება. სტუმრად მოსულ მაყურებელს სიღნაღში ცნობილი მუსიკოსები – ზაზა მარჯანიშვილი, რომა რცხილაძე, “ნალი ბენდი”, “ბენდი +995” დახვდება.
ფესტივალის პარალელურად, ქალაქ სიღნაღში ღვინის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენის დასაწყისი – 18:00 საათი.
კონცერტის დასაწყისი – 20:00 საათი.
მისამართი: ქეთევან წამებული ქუჩა.
მობრძანდით, წინ დაუვიწყარი საღამო გელოდებათ!