საინტერესო

,,შამშოვიდან” შოვის ტრაგედიამდე

ვინ დააარსა კურორტი შოვი

კურორტი შოვი, ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისში 1876 წელს დაბადებული ექიმის შამშე ლეჟავას წყალობით შეიქმნა. შამშე ლეჟავამ სამედიცინო განათლება 1905-1910 წლებში ვენის უნივერსიტეტში მიიღო. ევროპაში ყოფნისას მან შეისწავლა კურორტები: ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი, ვალენზეე, აუსზეე და სხვები.
1913 წლიდან ლეჟავა იწყებს მუშაობას რაჭაში კურორტის დაარსების საკითხზე. 1925 წელს საძირკველი ჩაეყარა პირველი სანატორიუმის მშენებლობას. რამდენიმე წელში აშენდა ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი, პოლიკლინიკა, მეორე სანატორიუმი. კურორტი 1929 წელს გაიხსნა და თავიდან შამშე ლეჟავას პატივსაცემად ,,შამშოვი” დაერქვა. შამშე ლეჟავა 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. რეპრესირების შემდეგ კურორტს ,,შამ” მოაშორეს და შოვი დარჩა.
1956 წლის განჩინებით შამშე ლეჟავა რეაბილიტირებულია.
შამშე ლეჟავა დააპატიმრეს 1937 წლის 25 ივნისს და ბრალად წარუდგინეს მემარჯვენე კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მოღვაწეობა. წინასწარი გამოძიების მსვლელობისას, ბრალდებულმა ლეჟავამ მისთვის წაყენებულ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო და მისცა ჩვენება, რომ კონტრრევოლუციურ საქმიანობაში 1928 წლიდან ჩაითრია საქართველოს მემარჯვენე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საქ. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა მდივანმა, მამია ორახელაშვილმა.
დახვრეტის თარიღი: 1937 წლის 20 სექტემბერი…
ფოტოების და დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელს, გია ბერიშვილს.
euronews.ge სამძიმარს უცხადებს შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს. <3

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close