ჯანდაცვა

,,24 საათში დაგირეკავთ ექიმიო და  უკვე ასმეერთე ოცდაოთხსაათიანი დალოდების რეჟიმი მაქვს…”

,,მე და ჩემმა შვილმა დამოუკიდებლად, ჩემი დანიშნულებით დავამარცხეთ კოვიდი, ანალიზებსაც ვერ ვეღირსე სადაზღვევოს ექიმისაგან"

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, გიამბოთ ჩემი კოვიდ ავადმყოფობის ისტორია… შევეცდები, ძალიან მოკლეთ მოგახსენოთ, რადგან ყველამ მინდა წაიკითხოთ და გაავრცელოთ…ადამიანებო, ჩვენ გვხოცავენ! გვხოცავენ ექიმები და სადაზღვევო კომპანიები!
საქმე ასე იყო-
კოვიდს სამსახურში გადავეყარე, დაიკეტა სამსახური, გადავედი იზოლაციაში…მესამე დღეს დამეწყო სიცხეები…გავიკეთე ტესტი, გავუკეთე ჩემს შვილსაც კოვიდი არ დაგვიდასტურდა…მაგრამ სიცხეები დაეწყო ბავშვსაც…
დაზღვეულები ვართ ჯი-პი აი ჰოლდინგში, ბევრი ბოდიშების შემდეგ გამოვითხოვეთ სასწრაფო, ორი მოვიდა, პედიატრი და ჩემთვის…ბავშვს მეტი ყურადღებით მოექცნენ, მე ფონეიდოსკოპი გაშლილი ხელის მანძილზე მესროლეს და თან დაიჩივლეს-რომ სადაზღვევომ მთელი პასუხისმგებლობა სასწრაფო დახმარებას აგვკიდაო…
ამასობაში იზოლაცია დამიმთავრდა…სამსახურში კიდევ ერთხელ გაგვტესტეს, სანამ მუშაობას შევუდგებოდით,..
დამიდასტურდა კოვიდი და აქედან დაიწყო ჩემი პიროვნული და ფიზიკური განადგურების პროცესი სადაზღვევო კომპანიამ…
კოვიდ ექიმმა დარეკა ერთხელ, აღრიცხვაზე ამიყვანა, მის ინტერესებში რომ შედიოდა ეს ერთი დარეკვა და მე ფეხებზე ვეკიდე, მაშინ ვერ მივხვდი…
მას მერე ვრეკავ სადაზღვევოში, ხან ვეფერები, ხან ვუთანაგრძნობ, ხან ვემუქრები, ხან ვილანძღები, ხან სიყვარულს ვუხსნი, ხან ვაგინებს, შედეგი არის ნული, ექიმი არ მირეკავს,არ მკითხულობს , არ ვაინტერესებ, და ეს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია სადაზღვევო კომპანიას… ყოველ დარეკვაზე მეუბნებიან რომ ექიმი 24 საათში დამიკავშირდება,…
ვურეკავ ჯანდაცვას, მირეკავენ იქიდან და მე და ჯანდაცვა ერთად ვეძებთ სადაზღვევოს ექიმს…ბოლოს ჯანდაცვა ფარხმალს ყრის და მეუბნება, კერძ დაზღვევაა და თქვენც დაურეკეთო, დავურეკე…24 საათში დაგირეკავთ ექიმიოდა  უკვე ასმეერთე ოცდაოთხსაათიანი დალოდების რეჟიმი მაქვს…
ფეხებზე ვიკიდებ იზოლაციას, მივდივარ აფთიაქში ნაცნობ ფარმაცევტთან და ვყიდულობ წამლებს , ჩემთვის და ჩემი სიცხიანი შვილისათვის, ვადგენ კომპლექსური მკურნალობის გეგმას და ვიწყებთ ბრძოლას გადარჩენისათვის, ამ დროისათვის მე სიცხე 38 მდე ამივიდა, ხოლო ჩემს შვილს ხველების დროს სისხლის კოლტები ამოაქვს…ვრეკავ ისევ პედიატრის სასწრაფოში…მოდიან…ანალიზებსა და ყელყურის კონსულტაციას მიწერენ… ცხადია, რომ ვერსად მივდივართ, მე კოვიდი მაქვს იმას მაღალი სიცხეები…
მესამე დღეს ვიწყებ ანტიბიოტიკო თერაპიას …
მოკლედ, მე და ჩემმა შვილმა დამოუკიდებლად, ჩემი დანიშნულებით დავამარცხეთ კოვიდი, ანალიზებსაც ვერ ვეღირსე სადაზღვევოს ექიმისაგან, რადგან ისევ არ დამირეკა…
გუშინ ისევ მე დავრეკე სადაზღვევოში და ვთხოვე როგორმე იქნება დამირეკოს ბიულეტინზე უარს მეუბნებით, კოვიდ ცნობა მაინც მომცეს, სამსახურში მთხოვენ მეთქი… პირველად მიპასუხა გულისხმიერად ვიღაცა ოპერატორმა გოგონამ , რომელმაც დამარწმუნა რომ განსაკუთრებული მიმართვა გაუგზავნა და ექიმი დაუყონებლივ დამიკავშირდებოდა… გაგეცინებათ და არ დაურეკავს…
დღეს ისევ დავრეკე სადაზღვეოში და რომ მითხრეს რომ არც ექიმს გამომიცვლიდნენ, ხოლო არსებული ექიმი ოცდაოთხი საათის განმავლობაში დამიკავშირდებოდა, დამავიწყდა რომ საერთოდ ადამიანი ვიყავი და ყველაფერი ვუთხარი რასაც ამ უსაზიზღრეს ჯი-პი-აი ჰოლდინგზე ვფიქრობდი…
დავრეკე ისევ ჯანდაცვაში…მონიტორინგს გადავცემთო,…მეორედ გადასცეს…
არ დაეზღვიოთ ამ არაადამიანების, სატანებისა და ნაძირალების სადაზღვევო კომპანიაში, მთელი ჩემი ავადმყოფობის მანძილზე ისინი მიზანმიმართულად ცდილობდნენ ჩემი და ჩემი შვილის მოკვლას! ამ კომპანიას და მის ექიმებს არ ეშინიათ არაფრის, არც ჯანდაცვის სამინისტროსი, ისინი დარწმუნებულნი არიან რომ არ დაისჯებიან.
მე ამ გამოცდილებით უკვე ნამდვილად მჯერა რომ სავადმყოფოებში შიმშილითა და უყურადღებობით მიზანმიმართულად კლავენ ადამიანებს, კოვიდსტატისტიკის ასაწევად.
ჩვენ აღარ გვაქვს მედიცინა, ჩვენ გვყავს ერთეული პატიოსანი ექიმები, რომლებიც თუ სადმე შემოგხვდნენ უშურველად დაგეხმარებიან, ეძებეთ ასეთი ექიმები, თუ გინდათ გადარჩეთ, არ დატოვოთ თქვენი ავადმყოფები ამ ნაძირალების ამარა სავადმყოფოებში…
მჯერა ამ სამყაროში არსებობს ბუმერანგის პრინციპი, ჯი-პი-აის ყველა თანამშრომელს გისურვებთ საკუთარ ტყავზე გამოსცადოთ ის რაც მე გავიარე, ჯოჯოხეთში მენახეთ დანთქმული ყველა!_ წერს ლელა დვალიძე ფბ საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close