ჯანდაცვა

,,ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში!” _ პაატა იმნაძე

,,მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისაგან, არამედ სხვა ვირუსებისაგანაც.

დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისათვის” _ განაცხადა იმუნოლოგმა, პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Related Articles

Back to top button
Close