საზოგადოება

5 ვარსკვლავიანი სიბინძურე Borjomi Likani Health & Spa- ში

   მეგობრებო! საჭიროდ ჩავთვალე, ჩემი ცუდი გამოცდილების შესახებ გიამბოთ, იქნებ, ვინმეს დაგეხმაროთ და თავი აარიდოთ იმ ძალიან უსიამოვნო შემთხვევას, რომელიც მე და ჩემს მეგობრებს გადაგვხვდა გასულ პარასკევს. ასევე მოვუწოდებ შესაბამის, უფლებამოსილ ორგანოებს, რეაგირება მოახდინონ ამ ამბავზე, რომელსაც ახლა გიამბობთ.

სამწუხაროდ, ფაქტია, რომ არავინ კითხულობს იმ ძვირადღირებული “ხუთვარსკვლავიანი” სასტუმროების ბედს, რომლის ნომრებშიც და არამხოლოდ ნომრებში, ასეთი მდგომარეობაა, როგორსაც ფოტოებზე ხედავთ…

.
.
.

ეს ბორჯომში არსებული სასტუმროა, “Borjomi Likani Health & Spa”.
პირველ ფოტოზე, ნომერში ასულებს, გაურკვეველი წამომავლობის, “წარმოსადეგი” მწერები რომ დაგხვდა, ის არის აღბეჭდილი, ნომერში სულ სამი ასეთი იყო. მეორე ფოტოზე, რომელიც ცოტა დაბლარულია, ობობაა… ობობა კი მოგეხსენებათ, სად იდებს ბინას – იქ, სადაც მტვერი და უსუფთაობაა.
უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი ძალიან ალერგიულია და არც კი ვიცით, როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი, უბრალოდ რომ ეკბინა ამ გაურკვეველ მწერს და გავითარებულიყო ალერგიული რეაქცია.
რაც შეეხება აუზს, თავადაც ხედავთ, როგორი დაბინძურებულია . ვიფიქრეთ, გასაფილტრი მოწყობილობის პრობლემა უნდა ყოფილიყო, თუმცა , ნურას უკაცრავად, სრულიად შემზარავი და გულისშემაწუხებელი “სიმართლე” გაგვანდო დამლაგებელმა, ეს იმ სტუმრების ჭუჭყია დაგროვილი, რომელიბიც სარგებლობენ აუზითო…
მენეჯერი კი, რომელსაც ვაჩვენეთ აუზში არსებული მდგომარეობა, ნდობის მოპოვებოს მიზნით, გამოგვიტყდა, რომ დაზუსტებით არ ახსოვდა, ბოლოს როდის გაიწმინდა ის…
არ გეგონოთ მისაღები ჰოლი მაინც იყო სუფთა, ყველა კუთხეში, ობობები დასეირნობდნენ, ზოგგან რამდენიმეც კი ერთად…
ვერანდაზე, სადაც ყავა გვინდოდა დაგველია, დამტვერილი და დასვრილი მაგიდა დაგვხვდა.
მთლიანად “სასტუმრო” დამწვარი ხახვის სუნით ისე იყო გაჟღენთილი, თავი აგვტკივდა.

რა თქმა უნდა, იქ აღარ გავჩერდით, თუმცა, წამოსვლა “მენეჯერებთან” დიდი ომის ფასი დაგვიჯდა. თანხა უკან არ დაგვიბრუნეს. ერთი დღის სრული თანხა ( სულ ორი ღამის გვქონდა გადახდილი წინასწარ), რომლის ფასიც თავადაც შეგიძლიათ გაიგოთ, როგორი პომპეზურია, მხოლოდ იმის გამო დაგვატოვებინეს, რომ ოთახში მხოლოდ ერთი ბოთლი, 40 თეთრიანი წყლისა და ერთჯერადი ჩუსტის შეკვრის გახსნა მოვასწარით, ოღონდ მხოლოდ გახსნა, ჩაცმა ვერ , რადან ფარდებზე ეს არაჩვეულებრივი მწერები შევნიშნეთ. ჯამში, ნომერში 5 წუთიც არ დაგვიყვია, პირდაპირი მნიშვნელობით, ლოგინზე არც კი ჩამოვმსხდარვართ.

სხვათა შორის, მენეჯერებმა ვერც ერთი, აქ ჩამოთვლილი და ნაჩვენები პრობლემა ვერ უარყვეს… კომპენსაციად კი უკეთესი კლასის ოთახი შემოგვთავაზეს, თითქოს, სისუფთავე ,ოთახების კლასის მიხედვით განისაზღვრება და ნაკლებად ვალდებულნი იყვნენ, ეგრეთ წოდებული, “სტანდარტ-რუმი” სუფთა ჰქონოდათ. ასევე, გვირჩიეს, გაფუჭებული განწყობა იმ კონცერტზე დასწრებით აგვემაღლებინა , რომელიც იმავე საღამოს სასტუმროს ტერიტორიაზე იმართებოდა …

თავად განსაჯეთ, როცა, ის ადგილები, რომლებსაც სტუმრები საკუთარი თვალით ხედავენ და ეხებიან , ასეთი ბინძური და მოუწესრიგებელია, რა ხდება სამზარეულოში, რომელიც თვალისგან სრულიად დაფარულია…

მენეჯერი გვარწმუნებდა, თანხის დაბრუნება ასეთ, სრულიად ობიექტურ ვითარებაშიც კი, არც ერთ სასტუმროში ხდებაო, მაგ შორის არც სხვა ქვეყნებშიო ( საკუთარი გამოცდილებიდან ვიციო)…
თუმცა, რა თქმა უნდა, მოგვატყუა.
იმავე საღამოს, ბორჯომში არსებულ მეორე, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში გადავბარგდით. მისულები, მაშინვე საქმის კურსში ჩაგვაყენა თანამშრომელმა. გარკვევით გვითხრა, ვალდებული ვარ აგიხსნათ, რომ სასტუმროს ღირებულების საფასურს მხოლოდ და მხოლოდ წინასწარ დაგიბლოკავთ და თუ შემთხვევით, ჩვენი სასტუმროდან დროზე ადრე წასვლა მოგიწევთ, დარჩენილი დღეების თანხას უკან დაგიბრუნებთო.
იგივე მოგვახსენეს კიდევ სხვა რამდენიმე 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, სატელეფონო საუბრისას დროსაც… ავადსახსენებელ “ბორჯომი ლიკანში” კი მხოლოდ თანხის გადახდა მოგვთხოვეს და თავი არავის შეუწუხებია იმით, რომ ,თუნდაც ერთი სიტყვით, აეხსნათ, სასტუმროში ტარანტულებიც რომ დაგახვედროთ, თანხას უკან , მოვკვდებით და არ დაგიბრუნებთო.
დიდი დავი-დარაბის შემდეგ ( ამ დროს გვეხვეწებოდნენ, ხმადაბლა ისაუბრეთ, სხვა სტუმრებს ნუ გააგებინებთ, რაც მოხდა, უხერხულიაო.
თითქოს , სხვა სტუმრები ბრმები იყვნენ და თავად ვერ დაინახავდნენ, რა სიბინძურეც სუფევდა) რაღაც დოკუმენტი შეადგინეს, რომლის მიხედვითაც, ჩვენს თანხას ბალანსზე იტოვებდნენ, შემდეგი ვიზიტისთვის.

ახლა მე მოგმართავთ, შესაბამის, უფლებამოსილ და ვალდებულ ორგანოებს, შეამოწმოთ მსგავსი ობიექტები, სადაც , უბრალოდ ჩვეულებრივზე ბევრად ძვირს გვახდევინებენ სიბინძურეში.
იმედია, თქვენი მხრიდან, მომხარებელთა უფლებების ასეთი უხეშ დარღვევას ,შესაბამისი რეაგირება მოჰყვება .

თქვენ კი მეგობრებო! უნდა იცოდეთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ამ შენობაში სასტუმროების ქსელი Rixos რომ ფუნქციონირებდა, გავიდა ბორჯომიდან და ის რეპუტაცია, რომელიც თავის დროზე ,დამსახურებულად შესძინა ადგილს, თან წაიყოლა.

მის ნაცვლად ახლა “Borjomi Likani Health & Spa ” აგრძელებს ფუნქციონირებას…
P.S ისე “Health” -ის ( ჯანმრთელობის) შეთავაზება, “სასტუმროს” მხრიდან,ძალიან სასაცილოდ ხომ არ ჟღერს, ასეთი სიბინძურის პირობებში?!

Related Articles

Back to top button
Close