საინტერესო

2022 წელი არასტაბილურობისა და დიდი სტრესების (როგორც კარგი, ასევე ცუდი) წელი იქნება

,,დიდი ქაოსი გველოდება თუ ჩვენ არ გავჩერდებით, არ დავფიქრდებით... _ საკუთარი თავების დაკარგვის და არ დაკარგვის პერიოდია დამდგარი""

სასწაულია,ადამიანებს ისე ეზიზღებათ საკუთარი თავი,რომ სასწრაფოდ იწყებენ გვირგვინის გაზრდას, რადგან გაექცნენ საკუთარ რეალურ თავს. ისინი არარეალურ სამყაროს ქმნიან იმისთვის, რომ საკუთარი თავი იდეალად აქციონ, ამასობაში კი დარბიან და ეძებენ საკუთარ თავს, იძახიან, რომ საკუთარი თავი ჯერ ვერ იპოვეს და ძიებაში არიან. რა უბედურებაა ეს ?

იცით, რომ 2022 წელი ცვლილებების, არასტაბილურობის და დიდი სტრესების (როგორც კარგი ასევე ცუდი) წელი იქნება,არასტაბილურობა შესაძლოა ყოველ დღეს ხდებოდეს,ადამიანები ვერ მოასწრებენ იდეალური სამყაროს შექმნას და სიძულვილით იმოძრავებენ, სინამდვილეში ეს სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ არის, მაგრამ მიმართულია გარე სამყაროზე, ადამიანებს ხომ თვითრეფლექსია არ გააჩნიათ. დიდი ქაოსი გველოდება თუ ჩვენ არ გავჩერდებით,არ დავფიქრდებით,არ მივიღებთ საკუთარ თავს ისეთს როგორებიც ვართ.ჩვენ რაც არ უნდა წარუმატებლობა შეგხვდეს,ეს არ უნდა აისახებოდეს ჩვენს სიყვარულზე საკუთარი თავის მიმართ,ბოლოს და ბოლოს მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ადამიანებსაც შეხვედრიათ წარუმატებლობა და არა ერთხელ, და საერთოდ, რა დროს წარმატებაა და წარუმატებლობა?საკუთარი თავების დაკარგვის და არ დაკარგვის პერიოდია დამდგარი. მოდით ვაღიაროთ, ის ვინც ვართ ამ წუთას,მივიღოთ ის ,რადგან არც არავისზე მეტნი ვართ და არავისზე ნაკლები,და ამ წერტილიდან დავიწყოთ სვლა.ჯერ კიდევ ერთი კვირა გვაქვს ამ ყველაფრის გააზრებისთვის,კეთილი მგზავრობა საკუთარი თავისკენ.

წყარო: ფბ გვერდი ,,სამზარეულოში ფსიქოლოგთან”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close