პოლიტიკა

,,თუ ხელისუფებას მხარს არ დაუჭერ ჰესების მშენებლობის საქმეში, ხელი მაინც არ უნდა შეუშლო”

,,სამივე ჰესის მშენებლობის შესახებ გადწყვეტილება, ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ მიიღო"

,,მუდმივი არაფერია. ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია და უკვე გახელისუფლებულ ოპოზიციას მოუწევს ხუდონის, ნამახვანის, ნენსკრას აშენება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში.
თუ ხელისუფებას მხარს არ დაუჭერ ამ საქმეში, ხელი მაინც არ უნდა შეუშლო. ეს პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი იქნება. საქმეს წინ წაიგდებ, თანაც უმტკივნეულოდ. სხვისი ხელით ჭინჭრის მოკრეფას ხელს თუ შეუშლი, მერე შენი გასაკეთებელი გახდება და მწარედაც დაითუთქები. ეს, პოლიტიკური ლიგიკით, თორემ სახელმწიფოებრივი ლოგიკით მაღალი ეკოლოგიური სტანტარტებით ჰესების მშეებლობას ჩვენს პირობებში ალტერნატივა არა აქვს.
ისე, სხვათა შორის, სამივე ჰესის მშენებლობის შესახებ გადწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ მიიღო და ინვესტორებიც მაშინ იქნა მოძიებული, რომლებსაც ახლა ერეკებიან” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნაცმოძრაობის ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close