საზოგადოებასამართალი და კრიმინალი

19 წლის ბიჭს ქალაქ პარკლენდის სკოლაზე თავდასხმისას 17 ადამიანის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

19 წლის ნიკოლას კრუზს ფლორიდის ქალაქ პარკლენდის სკოლაზე თავდასხმისას 17 ადამიანის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. გამომძიებლების მეირ მისი დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

პოლიცია თავდასხმის მოტივებზე ჯერ არ საუბრობს. როგორც ცნობილია, ნიკოლას კრუზი დისციპლინარული დარღვევების გამო, Marjory Stoneman Douglas High School-დან გასულ წელს გარიცხეს.

როგორც Associated Press- წერს, ნიკოლასი და მისი ძმა ზახარი კრუზების ოჯახს ნაშვილები ჰყავდათ. თუმცა მოზარდის დედა ლინდა კრუზი გასული წლის ნოემბერში პნევმონიისგან გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი რამდენიმე წლის წინ გულის შეტევით.

დედის გარდაცვალების შემდეგ ძმებზე ნაცნობების ოჯახი ზრუნავდა. თუმცა ნიკოლას კრუზი იქ ყოფნით უკმაყოფილო იყო და ბროვარდში მეგობრის ოჯახში გადასვლა ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

როგორც აღნიშნული ოჯახის ადვოკატი ამბობს, იცოდნენ, რომ კრუზს ავტომატური იარაღი ჰქონდა, თუმცა ის კაბინეტში ჰქონდათ ჩაკეტილი და მოზარდს კაბინეტის გასაღები არ ჰქონდა. როგორც პროკურორი ამბობს, ოჯახი მომხდარის გამო განადგურებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

თავდასხმა ფლორიდის სკოლა Marjory Stoneman Douglas High School-ზე 14 თებერვალს განხორციელდა.

თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი სტუდენტია. შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ჯერ სკოლის სახანძრო სიგნალიზაცია აამოქმედა, შემდეგ კი ოთახებიდან გამოსულ ხალხს ცეცხლი გაუხსნა.

სამი ადამიანი სკოლის ეზოში მოკლა, 12 – შენობაში. კიდევ ორი მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჯერ დაუზუსტებელია მსხვერპლთა შორის რამდენია მოსწავლე და რამდენი სკოლის პერსონალი. ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის სკოლის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელია. პოლიციამ თავდამსხმელი დაახლოებით ერთ საათში სკოლის მახლობლად დააკავა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close