საზოგადოება

,,ჯვარი გაუვარდა, მიწაზე დაეცა და დაიფშვრა”_ ლელა სიხარულიძის სიყვარულის ტრაგიკული დასასრული

ის ბევრი სხვა ვარსკვლავივით ნაადრევად მოსწყდა წუთისოფელს. 17 აგვისტო თენდებოდა, ლელა სიხარულიძე სიცოცხლეს ემშვიდობებოდა… ბულბულები, განთიადის მოციქულები, ამ ლამაზ სიცოცხლეს ზეცაში აცილებდნენ… არავის სურდა ამის დაჯერება.

1997 წლის ზაფხულში დატრიალებულ ტრაგედიას 36 წლის ლელა სიხარულიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. სიმღერები, ,,სულ ზევით, ზევით” და ,,ირინოლა”, მის სავიზიტო ბარათად დარჩა. ლელას ხმა და მომხიბვლელი გარეგნობა დღემდე წარუშლელია.

ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, ლელას დედამ, ქალბატონმა ციალა შიხაშვილმა ტირილით გაიხსენა შვილის გარდაცვალების საშინელი ამბავი.

,,10 ივლისს მე, ჩემი მეუღლე და ლელას ქალიშვილი, თამუნა სოფელში დასასვენებლად წავედით. იქ ყოფნისას რაღაც საშინელი წინათგრძნობა მტანჯავდა. თითქოს ყველგან მამაჩემის სული დამყვებოდა. მელანდებოდა, რომ ზოგჯერ ფანჯარაში გაფრინდებოდა, ფეხებთან კი თითქოს ცხვარი დამყვებოდა, ვგრძნობდი მის ბეწვს და ყოველ წამს ძირს ვიხედებოდი. ვერ ვისვენებდი… 12 ივლისი რომ გათენდა, თამუნა სიზმარს მომიყვა. მითხრა, სიზმარში დედიკო ვნახე, ციდან კიბეებით ჩამოდიოდა, ხელში ჯვარი ეჭირა. შემდეგ ჯვარი გაუვარდა, მიწაზე დაეცა და დაიფშვრა. როცა მივუახლოვდი, ჯვარს 13  ეწერაო.

შვილიშვილის სიზმარმა ძალიან შემაშინა. ზუსტად 13-ში ჩვენთან ნათესავები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ლელა დაიწვა. ამის შემდეგ აღარც მამაჩემის სული მინახავს და არც ცხვარი მომლანდებია.

ჩავედით თბილისში. ლელა დამწვრობის ცენტრში იწვა. საშინელ მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი. მე-3 ჯგუფის დამწვრობა ჰქონდა. მხოლოდ სახე, ხელისა და ფეხის ფრჩხილები ჰქონდა გადარჩენილი. მითხრა, დედა, ჩემს შვილს შენ გაბარებ, შენ უნდა მიხედო ჩემს თამუნასო. მინდოდა მეკითხა ჩემი შვილისთვის, რა მოხდა, მაგრამ ისეთი ტკივილები ჰქონდა, კითხვა ვერ გავუბედე. რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს საიდუმლო ჩემმა შვილმა საფლავში წაიღო. ახლა, მართალი გითხრათ, ვნანობ, რომ არ ვიცი სიმართლე. როგორც ლელა თავად იძახდა, ბენზინის ,,კანისტრა” აუფეთქდა. სახლში თვითინ და გია გოგორიშვილი იყვნენ. გია სიგარეტს ეწეოდა და ნაპერწკალი ,,კანისტრა”-ს მოხვდა. ასე გაჩნდა ხანძარი, რომელშიც ჩემი შვილი დაიფერფლა. 36 წლის იყო ჩემი საწყალი გოგო და ზუსტად 36 დღე იცოცხლა საავადმყოფოში. ძალიან დაიტანჯა, ყოველ 15 წუთში გამაყუჩებელს უკეთებდნენ. ჭორებმა, რომელიც ქალაქს მოედო ჩემამდეც მოაღწია, მაგრამ მე ვიცი ის, რომ ლელას ბინაში გაჩენილი ხანძარი შემთხვევითობა იყო”.

ამ დროს, ქალაქში, ლელა სიხარულიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ასეთი ჭორები გავრცელდა: ზოგი ამბობდა, რომ დაწვა თავად სცადა, მაგრამ ლელამ სიცოცხლის პერიოდში განაცხადა, რომ  სახლში ის და გია ჩხუბობდნენ, რა დროსაც ხელიდან გენერატორი გაუვარდა, ხალიჩაზე ბენზინი დაისხა და მოულოდნელად გაჩნდა ცეცხლი.

ზოგი კი ამ ტრაგედიის მიზეზად ასახელებდა იმას, რომ  გიამ თავის ცოლთან დაბრუნება გადაწყვიტა, ამიტომ იჩხუბეს და ლელამ თავი დაიწვაო. გია გოგორიშვილი ლელა სიხარულიძის ცხოვრებაში მომღერლის ოჯახის დანგრევის შემდეგ გამოჩნდა. გია ლელას პროდიუსერი იყო. მას ცოლი ჰყავდა, მაგრამ წყვილს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდა და საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ.

(ფოტოზე: მამუკა ჩარკვიანი, ნუგზარ ერგემლიძე, გია გოგორიშვილი და ლელა სიხარულიძე)

,,როგორც ჩანს, ჩემი შვილი წინასწარ გრძნობდა სიკვდილის მიახლოვებას. არ ვიცი, არსებობს თუ არა რაღაც წინათგრძნობა, მაგრამ ლელამ სიცოცხლეშივე გაადიდებინა თავისი სურათები. გეკითხებით, რისთვის სჭირდებოდა ეს, ან ვინ ადიდებს თავის სურათებს? ივლისში დაბადების დღე ჰქონდა და იუბილე, იპოდრომზე, დიდი კონცერტით აღნიშნა. სცენიდან ჩემმა შვილმა ყველას გასაგონად თქვა, ძალიან ბედნიერი ვარ და მეშინია, რაიმე ცუდი არ მოხდესო.

იმ დღეს, როცა ეს დაემართა, ლელა და გია მეგობრის შვილის დაბადების დღეზე იყვნენ. იქ მყოფი სტუმრებიც ლელამ თავისი სიტყვებით გააოცა: როცა მოვკვდები თეთრ კუბოში ჩამაწინეთ და ფაეტონით გამასვენეთო. 4 საათის შემდეგ, სახლში დაბრუნებული საშინლად დაიწვა. ბოლო დროს ლელა სიკვდილზე ხშირად ლაპარაკობდა” _ გაიხსენა ქალბატონმა ციალამ.

გია და ლელა 4 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. როგორც ამბობენ, ლელას სიგიჟემდე უყვარდა გია. მათ ხელის მოწერა უნდოდათ, მაგრამ ეს ცერემონია ყოველთივს იშლებოდა. მხოლოდ საავადმყოფოში, მომაკვდავმა დაიწერა გიასთან ჯვარი.

,,ლელამ ყველაფერი არანორმალურინ ოცოდა _ სიცილი, სიარული, სიყვარული… გია გოგორიშვილის იქით ლელასთვის არაფერი არსებობდა. ყველა სიმღერას მას უმღეროდა. მთელი მისი ყურადღება ამ კაცისკენ იყო მიმართული_ ყოველთვის სახლში უნდა დახვედროდა, სულ მის გვერდით უნდოდა ყოფილიყო. მხოლოდ გიასთვის ცოცხლობდა. პირადად მე, ასეთი სიყვარული არ მესმია. გიასაც, რა თქმა უნდა, უყვარდა, გვერდში ედგა, კარიერის შექმნაში ეხმარებოდა, მაგრამ ძალიან ეჭვიანი იყო გია. ჩემს შვოლს ძალიან უნდოდა გიასთან ბავშვი ჰყოლოდა, მაგრამ…” _ ამბობდა შვილმკვდარი დედა.

ლელა სიხარულიძემ სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო. ის დედას პიონერთა სასახლეში, ციცინო ციცქიშვილთან დაყავდა, შემდეგ კი ,,მზიურში” მღეროდა. პირველად მაშინ გამოვიდა სცენაზე და თავისი სილამაზით, ხმით და შესრულებისს მანერით ყველა მოხიბლა. ბრწყინავდა პატარა ვარსკვლავივით. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა, მაგრამ გოგონა სიმღერის გარეშე ვერ ძლებდა. მალე ის ბუბა კიკაბიძემ მიიწვია და არსამბლ ,,რეროში” სოლისტად. მეუღლე, ბესო მოსიძე ამ ანსამბლშო გაიცნო. მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. როდესაც მათი ქალიშვილი, თამუნა, ჯერ კიდევ 3 წლის იყო, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდნენ.

ლელა სიხარულიძის სიკვდილის რეალური მიზეზი, დღემდე ბურუსით არის მოცული…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close