სამართალი და კრიმინალი

19 ქართველი ქალი დააკავეს

რა მოხდა იტალიაში

ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს. ისინი იქ მომვლელებად მუშაობდნენ. ინფორმაციას უდინეს პროკურატურა ავრცელებს.

.

დამატებით კიდევ 17 ქალის წინააღმდეგ საჩივარია შესული და მათ მიმართ ასევე მიმდინარეობს საქმის წარმოება.

გამოძიების დაწყების საფუძველი, ფისკალური კოდის მისაღებად, უდინეს შემოსავლების სამსახურისათვის ქართველების მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდა გახდა. თითოეულ მათგანს ევროკავშირის ქვეყნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ – სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, რომლებიც იტალიაში ცხოვრებასა და მუშაობას არ კრძალავს.

სამართალდამცველების ცნობით, თავდაპირველად, ყალბი პირადობებით ეს ადამიანები უდინეს შემოსავლების სააგენტოში ამზადებდნენ ფისკალურ კოდს და შემდეგ  სხვა რეგიონებში გადადიოდნენ სამუშაოდ. უდინეს საგამოძიებო უწყება დაეჭვდა, რომ დოკუმენტები ყალბი იყო.

თაღლითური სქემის დადასტურების შემთხვევაში ქართველებს იტალიიდან გამოაძევებენ.

პრაიმტაიმი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close