საზოგადოება

,,წარსული ნამდვილად არ არის თქვენი ძლიერი მხარე და შეეცადეთ, აარიდოთ ხოლმე თავი”

,,ერთ-ერთ მინისტრს რომ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს და თქვენ მაშინ საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?"

ძვირფასო Natia Mezvrishvili, ქართული ოცნება ნაციონალებს მიუახლოვდაო, ამ კარასტროფული მასშტაბის სამარცხვინო სიბინძურის კონტექტში გითქვამთ. თან მიუახლოვდაო, გადაასწრო კი არა, დაეწიაც ვერ გაგიმეტებიათ.
ახლა მე გეტყვით:
ნათია, გარწმუნებთ, წარსული ნამდვილად არ არის თქვენი ძლიერი მხარე (რბილად რომ ვთქვათ) და შეეცადეთ, აარიდოთ ხოლმე თავი.
თუ არა და, აუცილებლად დაგისვამენ შეკითხვებს.
მაგალითად, მე რომ პირადი ცხოვრების კადრებით დამაშანტაჟეს და ღიად განვაცხადე ამ ქვეყანაში პირველმა და თქვენ მაშინ საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?
მაგალითად, ერთერთ მინისტრს რომ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს და თქვენ მაშინ საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყავით, შენახსენეთ, როგორ მოიქეცით?
მაგალითად, ეკა ბესელიას რომ გამოუქვეყნეს და თქვენ მაშინ შსს მინისტრის მოადგილე იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?
მაგალითად, გიგი უგულავას შვილთან მიმოწერა რომ გამოაქვეყნა პროკურატურამ და თქვენ მაშინ საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?
ჩემი შვილების ფარული გადაღების ვიდეოკადრები რომ მაახლა პროკურატურამ და თქვენ მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?
წერს ტვ მთავარი- ს დამფუძნებელი და დირექტორი  ნიკა გვარამია ფბ საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close