საზოგადოება

,,საგანგებო ძარცვის რეჟიმი!_ დახურეს ბაზრები და ვაჭრობის უფლება მაინიჭეს ივანიშვილის კლანის შ.პ.ს. ,,ჯიბეს”

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

_ საგანგებო ძარცვის რეჟიმი;
მაშინ, როდესაც კორონა ვირუსთან ბრძოლის მოტივით გადაადგილება აკრძალული მოსახლეობა, უმუშევარი და მშიერი სახლებშია გამოკეტილი, სრული მონოპოლიური მდგომარეობით წარმატებით მუშაობს ივანიშვილისა და მისი კლანის ბიზნესი;
– მუშაობს საყდრისის ამფეთქებელი ივანიშვილის ოქროს მომპოვებელი კომპანია;
– დაკეტეს მცირე მარკეტები და სრული მონოპოლიით და გაათმაგებული ფასებით მუშაობს ივანიშვილის ჰიპერმარკეტი “კარფური”;
– დახურეს აგრარული ბაზრები და ექსკლუზიურად სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ვაჭრობის უფლება, ასევე ივანიშვილის კლანის შ.პ.ს. “ჯიბეს” მიანიჭეს;
– უცხოეთიდან ხორბლისა და სხვა პროდუქციის იმპორტს სახელმწიფო დოტაციით ოლიგარქის კლანი ახორციელებს;
– გაათმაგებული ფასებით მუშაობს ივანიშვილ-ოქრიაშვილ-კურტანიძის სააფთიაქო მაფია;
– მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ლამის განულდა ნავთობის ფასი, ჩვენთან ძველებური მძარცველური ფასებით ყიდის საწვავს ტიკ-ტოკერა ოლიგარქის ნავთობ კარტერი;
– საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ლიცენციები გასცეს ივანიშვილის კომპანიებზე, რომლებიც ახორციელებენ დიდ და დამანგრეველი ჰესების მშენებლობას;
და ა.შ და ა.შ.

Related Articles

Back to top button
Close