საზოგადოება

დამწვარი აქვს თავი, გულმკერდი და ორივე კიდური… _ აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი გაზის აფეთქებით ერთი ადამიანი დაშავდა, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა, დაზარალებულს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს, მისი მდგომარეობა კრიტკულად მძიმეა, მას დამწვარი აქვს თავი, გულმკერდი და ორივე კიდური. ექიმების ცნობით, დაზარალებულს სხეულის 35% აქვს დამწვარი და  მიმდინარეობს ანტიშოკური მკურნალობა.

პირველადი ვიზუალური დათვალიერებით სავარაუდოდ, მეხუთე და ნაწილობრივ მეოთხე სართულებია დაზიანებული – ამის შესახებ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველადი ინფორმაციით აფეთქება გაზმა გამოიწვია, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

,,შეიძლება ითქვას, რომ კორპუსი მთლიანად არ არის დაზიანებული… ხანძარი ლიკვირდირებულ იყო ადგილზე მისვლის შემდეგ დაახლოებით, 2-3 წუთში. პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი იყო გაზის დაგროვება“ – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის, 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით უკვე დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულსხმობს.

ელენე მეტრეველი

Related Articles

Back to top button
Close