საზოგადოება

,,ივანიშვილი ხადას ხეობას აოხრებას პუტინის დაკვეთით და ნახევარმილიარდიანი კორუფციული ინტერესის გამო უპირებს!”

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა ლაშა ჩხარტიშვილმა ხელისუფლების მიერ ხადას ხეობაში (ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე) დაგეგმილი მაგისტრალის მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელ უმძიმეს შედეგებსა და რისკებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით:“ ხადას ხეობის გავლით ჩქაროსნული მაგისტრალის გაყვანა საქართველოსთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება და მით უფრო არსებული სახით მისი განცოხრციელება ყოვლად დაუშვებელია ! იგი პირველ რიგში პუტინის რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, როგორც ეკონომიკური ასევე სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით! იგი მნიშვნელოვნად გაუიოლებს რუსულ მხარეს, საქართველოს წინააღმდეგ სახმელეთო საჯარისო ნაწილების დაჩქარებულ შემოყვანასა და განლაგებას, რითაც დაგვაკარგვინებს ტაქტიკურ დროით უპირატესობას. ამასთანავე აღსანიშნიავია, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად არც კი შეისწავლა ალტერნატივები და ყველაზე რთული და ძვირადღირებული მარშრუტი აირჩია, რომლის დასაფინანსებლადაც თითქმის ნახევრმილიარდი დოლარის ოდენობის სესხის აღებას გეგმავს „აზიის განვითარების ბანკისგან“ ! აღნიშნული კი კიდევ უფრო ზრდის მასშტაბურ კორუფციულ ინტერესებთან დაკავშირებულ ეჭვებს ! ამასთანავე საქართველო დაკარგავს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით გამორჩეული ხადას ულამაზესი ხეობის უდიდეს ტურისტულ და სასოფლო სამეურნეო პოტენციალს, რადგან დეგრადირდება უნიკალური და პრაქტიკულად ხელთუქმნელი ლანდშაფტი, ასევე ნგრევის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ათობით კოშკი და სხვა ძეგლი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, უშუალოდაა ჩართული ქუცნაშვილების კლანი, ზაქარია ქუცნაშვილის მამისა და ძმის კომპანიის სახით. დასასრულს ლაშა ჩხარტიშვილმა უფრო მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. მისი განცხადებით: თუ მთიულები არ დანებდებიან, ერთობლივი ძალისხმევით ისევე რეალური გახდბეა გამარჯვება, როგორც რამოდენიმე წლის წინ, ხანდო-ჭართალი-მუგუდას შემთხვევაში, როცა მაღალი ძაბვის ხაზების გაყვანისა და დაცლა-განადგურებისაგან, ერთად გადავარჩინოთ 12 სოფელი !

Related Articles

Back to top button
Close