საზოგადოება

,,მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა…” – რა ხდება უკრაინაში?

უკრაინაში, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული.

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით,  სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის ბინის კარის შემტვრევას ცდილობდა.

სააგენტო lb-ს ცნობით, სამართალდამცავები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ბინაში დილით მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკა იმართება.

ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ თავად სააკაშვილი სახლი სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. სახურავზე ავიდნენ მაშველებიც.

წყარო: პირველი არხი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close