ჯანდაცვა

,,კორონავირუსის ,,ისტორიული კვლევა” დაიწყო”_ სასიხარულო ამბავი

გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი:

_ დღეს, #კორონავირუსთან დაკავშირებით კარგი ამბავი ის არის, რომ ორმა ქვეყანამ , #ნორვეგიამ და #ესპანეთმა ოფიციალურად დაიწყო პაციენტების დიდი ჯგუფის ექსპერიმენტული მკურნალობა რამდენიმე პრეპარატით და მათი კომბინაციით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით ეს “ისტორიული” კვლევაა.

გამოიცდება უკვე ცნობილი პრეპარატებია – ქლოროქინი, რემდესევირი, ასევე შიდს-ის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ლოპინავირი,რიტონავირი და ბეტა-ინტერფერონი). ამ პროცესში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ვინმემ, ექიმის დანიშნულების გარეშე უნდა მოიხმაროს რომელიმე წამალი სამკურნალოდ ან პრევენციისთვის. #ჯანმო ( #WHO) ყველას მკაცრად აფრთხილებს ამის თაობაზე.
იმედია, მალე შედეგები იქნება და კორონავირუსის დამარცხებაც მოხდება!

Related Articles

Back to top button
Close