საზოგადოება

,,საქართველოში ჩამოსული ყველა რუსი შიგნიდან ხრავს ქართულ სახელმწიფოებრიობას”

,,დადის ფსბ-ს აგენტურა კაფეებში, ნაქირავებ ბინებში, სასტუმროებში და ამ ხალხს “ავერბოვკებს” იმ მუქარით, რომ თუ არ დათანხმდებიან თანამშრომლობაზე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პრობლემები შეექმნებათ"

რუსეთიდან ჩამოცხოვრებული ურდო ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:
1. სანქცირებული და მათთან აფილირებული კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც დღესაც ე.წ. “აუთსორსზე” მუშაობენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ფინანსური, ლოგისტიკური, აგენტურული სქემების დასალაგებლად და მათი მომსახურებისათვის.
2. რუსეთში არსებულ პრობლემებს გამოქცეული, გაწვევის, ფულის დაკარგვის, ან რაიმე სხვა შიშით შეპყრობილი ხალხი.
პირველ კატეგორიასთან დაკავშირებით ცხადია, რომ ისინი დიდ პრობლემას უქმნიან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებას.
რაც შეეხება მეორე კატეგორიას, რომელიც თითქოს საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორც მეუბნებიან, მათთან დაკავშირებით კიდევ უფრო უარესად არის საქმე.
დადის ფსბ-ს აგენტურა კაფეებში, ნაქირავებ ბინებში, სასტუმროებში და ამ ხალხს “ავერბოვკებს” იმ მუქარით, რომ თუ არ დათანხმდებიან თანამშრომლობაზე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პრობლემები შეექმნებათ. ეს კატეგორია განსაკუთრებით “გემრიელია”, რადგან პრაქტიკულად უფასოა რუსული სპეც-სამსახურებისთვის.
დასკვნა – ყველა საქართველოში ჩამოსული რუსი, მათ შორის პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგიც, რუსეთზე მუშაობს, ან პოტენციურად იმუშავებს ნებსით, თუ იძულებით. ანუ, გადმოსხმულია ათეულ ათასიანი დესანტი, რომელიც შიგნიდან ხრავს ქართულ სახელმწიფოებრიობას.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close