საზოგადოება

თბილისში ახალი საბაგირო დერეფნები მოეწყობა

თბილისის განვითარების გეგმის მიხედვით, დედაქალაქში ახალი საბაგიროები უნდა აშენდეს, თუმცა გენგეგმის ავტორები პირველ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულად მოკლევადიან პერიოდში სამ საბაგირო დერეფანს ასახელებენ. ესენია: სამგორი – ვაზისუბანი, ვაჟა-ფშაველა – ნუცუბიძის პლატო და ახმეტელის თეატრი – ზღვისუბნის დასახლება. სამივე დერეფანს საერთო კრიტერიუმი გააჩნია – მასიური პოტენციური ტრანზიტი. ინფორმაციას ახალი საბაგირო დერეფნების შესახებ 1tv ავრცელებს.

დოკუმენტში მოცემულია მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯამში მოიცავს 10 საბაგირო დერეფნის განვითარების პერსპექტივას. სამ პრიორიტეტულ მიმართულებასთან ერთად დანარჩენი 7 გამოკვლეული დერეფანი გენგეგმის ავტორთა აზრით ხასიათდება ნაკლები სატრანზიტო მიზნობრიობითა ან მეტი სანახაობრივი და ტურისტული პოტენციალით:

სამგორი – ვაზისუბანი; მეტროს სადგური უნივერსიტეტი – სტუდენტური საცხოვრებელი (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება წყნეთამდე); ვაჟა-ფშაველა – ბაგები (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება წყნეთამდე);

ვაჟა-ფშაველა – ნუცუბიძის პლატო, დიდუბე – ვაშლიჯვარი (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება ლისის ტბამდე);

სადგურის მოედანი – ლოტკინი (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება თბილისის ზღვამდე) ახმეტელის თეატრი – ზღვისუბნის დასახლება.

დღეს, საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა დაიწყო. სხდომას დედაქალაქის მერი ესწრება. დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტი მზადაა და ის საზოგადოების ყველა წევრისაგან შენიშვნებს ელოდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close