სიღნაღის ამბები
წნორში ვასო გოძიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, პანდუსები... - პროექტის ღირებულება 368 070 ლარს შეადგენს

ქალაქ წნორში ვასო გოძიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
.
პროექტი ითვალისწინებს გზის 570 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ეზოებში შესასვლელების და სანიაღვრე არხის მოწყობას, ასევე ტროტუარებზე განსაკუთრებილი საჭიროების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობას.
ამ ეტაპზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 368 070 ლარს შეადგენს.




