საზოგადოება

,,ძალიან მალე საქართველო ერთი დიდი ხრიოკი ტრამალი იქნება. აღარც მთა, აღარც მდინარე, აღარც ხეობა…”

,,მდინარეებს კალაპოტს უცვლიან, სასოფლო-სამეურნეო მიწები უდაბურდება და მცირდება. სოფლები სარწყავი წყლების გარეშე რჩება, სამაგიეროდ ცალკეული კერძო პირები ხელოვნურ ტბებს იკეთებენ. მომრავლდა მეწყრული რაიონები..."

იმერეთიდან დავბრუნდი გულმოკლული. ძალიან მალე საქართველო ერთი დიდი ხრიოკი ტრამალი იქნება. აღარც მთა, აღარც მდინარე, აღარც ხეობა, გვექნება მხოლოდ ესტაკადები სატრანზიტო ტრაილერებისთვის. ტვირთი, რომელიც რკინიგზით უნდა გადაზიდულიყო საქართველოს გავლით, მთლიანად სატრანსპორტო გზებს დააწვა. მდინარეებს კალაპოტს უცვლიან, სასოფლო-სამეურნეო მიწები უდაბურდება და მცირდება. სოფლები სარწყავი წყლების გარეშე რჩება, სამაგიეროდ ცალკეული კერძო პირები ხელოვნურ ტბებს იკეთებენ. მომრავლდა მეწყრული რაიონები და სხვა.
20-30 წელიწადში და უფრო ადრეც, ძალიან მძიმე სურათს დავინახავთ. სიკეთე ბოროტებად არ გვექცეს, ძალიან მეშინია.
თუ ისე განვითარდა პროცესები, რისიც მეშინია, შეგახსენებთ,  რომ ვწერდი ამის შესახებაც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხეები მაინც დარგეთ გზის პირებზე, კაკლის ხეები მაინც, ჰაერში გაფანტული ამდენი ტყვია და სხვა მავნე გამონაბოლქვი რამ უნდა შეისრუტის? სოფელში მეურნეობების განვითარებას თქვენ არ ემსახურებით და ხეები მაინც დარგეთ, ხეები, ამ ქვეყანაში თქვენმა შვილებმა არ უნდა იცხოვრონ?!
შორენა პაპაშვილი, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close