საზოგადოება

,,ბერა რომ მოინდომებს, მისი ქურდი მამიკო მანჰეტენზე 50 მილიონ დოლარიან ვილას მეორე დღესვე ყიდულობს”

,,ჯერ-ჯერობით გასდის, ოღონდ ჯერ-ჯერობით..."

ვერაფერი რომ ვერ მოგვიხერხა ივანიშვილმა ლეიბორისტულ პარტიაზე ფინანსური ტერორი გადააქცია სახელმწიფო პოლიტიკად . ოლიგარქმა არ იკმარა პარტიაზე მცირედი დაფინანსების აკრძალვა და ახლა დაერია პარტიის ლიდერებს ფინანსური სანქციებით.დღეს ე.წ სასამართლომ დააჯარიმა 2000 ლარით მიშა ქუმსიშვილი, რადგან მან მშვიდობიანად სემეკთან გააპროტესტა ელექტროენერგიაზე ტარიფის დადეგმილი ზრდა. ასეა, ბერა რომ მოინდომებს, მისი ქურდი მამიკო მანჰეტენზე 50 მილიონ დოლარიან ვილას მეორე დღესვე ყიდულობს. აი, მიშას მამა და ჩვენი მამები, საერთოდ 2000 ლარის გადახდას კი შეიძლება ნერვიულად და ფიზიკურ–სოციალურად შეეწირონ.ეს კარგად იცის ჭორვილელმა სერგო ორჯონიკიძემ და ბოლომდე აწვება.ნუ, ჯერ–ჯერობით გასდის, ოღონს ჯერ–ჯერობით. ვნახოთ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. ერთი ზუსტად ვიცი ჩვენს ახალგაზრდობას ვერავინ მოერევა და ვერავინ შეაშინებს,ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ.ამით ვსულდგმულობ.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close