
მოდელმა თამო ვაშალომიძემ საკუთარი ბავშვობისა და ოჯახური ურთიერთობების შესახებ გულახდილად ისაუბრა. თამომ აღნიშნა, რომ ბიოლოგიურ დედასა და მამას მოგვიანებით შეხვდა, თუმცა ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი და თბილი მომენტები ბებიასა და პაპასთან ასოცირდება.
.
-მე მოგვიანებით გავიცანი დედაჩემი და მამაჩემი – მამინაცვალი, მაგრამ მამას დავუძახებ, რადგან უდიდეს პატივს ვცემ, მის გვარს ვატარებ, მაგრამ ეს სიყვარული მოდის მომენტებიდან, ურთიერთობიდან, პირველი სიტყვიდან „დედა“, პირველი კბილის ამოსვლა, პირველი ნაბიჯები, ჩახუტება – ეს ყველაფერი დედაჩემმა გამოტოვა, მაგრამ მიიღო ბებიამ, მე ბებიისგან და პაპასგან მივიღე ეს ემოციები.
დედაჩემს უდიდეს მადლობას ვუხდი, სანამ ცოცხალი ვარ, მასზე ვიზრუნებ. ამას იმიტომ კი არ ვაამბობ, რომ დედაჩემზე რამე ცუდი მინდა ვთქვა, უბრალოდ ეს რეალობაა, მე არ ვიცი, რა არის დედა… – ამბობს თამუნა ვაშალომიძე.
„შენი ამბავი თაიასთან“




