სიღნაღის ამბები

სიღნაღში, ტრაილერმა გალავნის თაღი ჩამოანგრია

   წუხელ, სიღნაღის ცნობილი გალავნის თაღი მთლიანად ჩამოინგრა. საქმე იმაშია, რომ გალავნის თაღის ქვეშ გადის ანაგა- სიღნაღის დამაკავშირებელი გზა. სწორედ ამ მიზეზით ხვდებიან თბილისიდან ლაგოდეხში მიმავალი ავტომანქანები, სრულიად შემთხვევით, ანაგა -სიღნაღის ვიწრო გზაზე, რადგან ანაგის გზაჯვარედინთან, ღამით, მიმართულებას სწორად ვერ ირჩევენ.
  სიღნაღის მოსახლეობა ხშირად ხედავს, როგორ იჭედებიან დიდი გაბარიტების მანქანები სიღნაღის გალავნის თაღებში, რასაც მოსდევს ისტორიული ძეგლის დაზიანება. ისინი ამბობენ, რომ პრობლემას ქმნის საგზაო ნიშნების არასაკმარისი როდენობა. ამის შესახებ დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა შს სამინისტრო და საგზაო სამსახური, არაფერს აკეთებდნენ პრობლემის მოსაგვარებლად. შედეგმაც არ დააყოვნა- განადგურდა ისტორიული ძეგლიო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ფბ გვერდზე ვკითხულობთ:
 ,,სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობისთბილისი ლაგოდეხის ცენტრლურ სამანქანოს გზაზე მიმავალი დიდი გაბაარიტის სატვიურთი მნანქანები, ე.წ. ტრაილკერები სიღ დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. Indir-Full
სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი”.
   ფაქტს ადგილობრივი ოპოზიციაც გამოეხმაურა. მათ განაცხადეს, რომ მოსალოდნელი ფატალური შედეგის შესახებ პროგნოზირებდნენ, მაგრამ არავინ უსმენდათ, რაც საშინელი შედეგით დაგვირგვინდა.Taiwindows

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close